2019 წლის 18 ივნისს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” პროექტ “სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით - AgroNet” ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის გნვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა დაინტერესბულ მხარეთა რიგით მეორე შეხვედრა.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბენეფიციარებისათვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის ონლაინ პლატფორმა - AgroNet - თან დაკავშირებული საკითხების გაცნობა.
საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ჩართულობას პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბენეფიციარები.
პროექტს ახორციელებენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები: ელვა საზოგადოებრივი ჩართულობა (ELVA), ვარნას ეკონომიკური განვითარების სააგენტო (VEDA) და სმარტ განვითარების ცენტრი (SMART).
შავი ზღვის აუზის ერთობლივი სამოქმედო პროგრამა 2014-2020 თანადაფინანსებულია ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამეზობლო ინსტრუმენტისა და პროგრამაში მონაწილე შემდეგი ქვეყნების მიერ: სომხეთი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვას რესპუბლიკა, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.