• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA Media Lab 2019

    16 მაისი, 2019

    13 მაისს სასტუმრო „Grand Mur“-ში გამართულ ჩვენებაზე „ახალგაზრდობის თვალით“, პროექტ GIPA Media Lab-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

    პირველი ადგილი სევაკ გაბრიელიანის ფილმმა „The Only Source" დაიკავა.

    პირველი სპეციალური პრიზი - „On His Own" გადაეცა შალიკო ნერსისიანს, ნაზელი ხაჩატურიანსა და არტიომ ნალბანდიანს.

    მეორე სპეციალური პრიზის მფლობელი კარენ შაიბეკიანის ფილმი „My First Salary" გახდა.

    დაჯილდოების ცერემონიას ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე: ნაირი ირიტსიანი, არასამთავრობო და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

    გამარჯვებულ ვიდეო პროექტებში ნაჩვენებია რეგიონის სოციალური პრობლემები, მათ შორის: უწყლოობა, ახალგაზრების დასაქმება, მოხუცების მარტოობა და ა.შ.

    GIPA Media Lab-ის პროექტს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური დახმარებით ახორციელებს.