2018 წლის 12-15 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის, “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის (ISWD)” ფარგლებში "რრს ჯორჯიას" ოფისში გაიმართა GIPA/RRC ერთობლივი კურსი - შრომის უსაფრთხოება მენეჯერთათვის.
აღნიშნულ კურსს ესწრებოდნენ საქართველოს რკინიგზის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლები და პროფესიული პროგრამის - "შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები" სტუდენტები.
კურსს უძღვებოდა შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი გიორგი მარიამიძე, რომელმაც ისაუბრა შემდეგ საკითხებზე: შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა, შრომის უსაფრთხოების კულტურა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, კომპეტენცია და კონტროლი, რისკის შეფასება და რისკის კონტროლი, სამუშაო ადგილის საერთო საფრთხეები, უბედური შემთხვევები და ინციდენტები და შრომის უსაფრთხოების შესრულების მონიტორინგი და განხილვა.
კურსის დასრულებისას, ტესტირების შედეგების შესაბამისად გაიცემა GIPA/RRC ერთობლივი სერტიფიკატი.