საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი GIPA-ში სალექციო კურსს წაიკითხავს თემაზე "პოლიტიკა".
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები; გაათვითცნობიეროს ქართულ პოლიტიკაში და პოლიტიკური აზროვნების ფორმირების პროცესის განსხვავებულ ასპექტებში, მათ შორის: ფილოსოფია, ისტორია, ეკონომიკა, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, მასობრივი კომუნიკაციის მეთოდები, საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპები, საზოგადოებრივი შეხედულებები და სხვა.
კურსზე განხილული იქნება ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა ინდივიდის როლი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესის ფორმირების პროცესში, სამართლიანობის, თანასწორობის, თავისუფლების, ძალთა ბალანსისა და გადანაწილების, მასობრივი კომუნიკაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული მთლიანობის, მრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსტიტუციონალიზმის, ეროვნული მედეგობის და სხვა საკითხები.
პარალელურად, სისტემურ რეჟიმში მოხდება მიმდინარე პოლიტიკური ვითარების ანალიზი და შეფასება.
კურსზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 25 სტუდენტს. სტუდენტების შერჩევა მოხდება განაცხადებებზე დაყრდნობით. შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გადაიგზავნოს 30 იანვრამდე, მისამართზე: gipa.elective@gipa.ge
შერჩევის კრიტერიუმებია: 50% GPA და 50% სააპლიკაციო განაცხადის შეფასება. კურსზე შერჩეული სტუდენტები შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ 1 თებერვალს.