GIPA FRIEDMAN 2018

22 იანვარი, 2019

GIPA/Friedman-ის სახელობის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

21 იანვარს, 18:00 საათზე, „ფრონტლაინ საქართველო“-ში, ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის კონკურსი გაიმართა. GIPA/FRIEDMAN-ის პრიზი, საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად საქართველოში პირველად, 2012 წელს დაარსდა. პროექტს მხარს უჭერს ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი.

ღონისძიებაზე მოხსენება წაიკითხა ჟურნალისტმა, ჯოშ ფრიდმანმა, თემაზე: “როგორ იძიებს პრესა პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობას”. 

ჯოშ ფრიდმანი არის Carey Institute for Global Good-ის ვიცე თავდჯომარე, Protect Journalists-ის კომიტეტის წევრი, Dart Center on Journalism and Trauma-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ფრიდმანს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო ჟურნალისტიკაში, მათ შორის პულიცერის პრემია, 1985 წელს ეთიოპიის შიმშილობის საერთაშორისო რეპორტინგისთვის. ჯოშ ფრიდმანი ასწავლიდა საერთაშორისო რეპორტინგს, იყო საერთაშორისო პროგრამების და კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის Cabot Prizes - ის ხელმძღვანელი. მთავარი რედაქტორი Soho Weekly News -ში, ნიუ იორკში, და Philadelphia Inquirer - ის რეპორტიორი.

ჟიურის წევრები იყვნენ:   მაკა ანთიძე, მაია მიქაშავიძე, სოფიკო მეგრელიძე, ზვიად ქორიძე, აკაკი გოგიჩაიშვილი და ჯანა ჯავახიშვილი. მათ 54 ნამუშევარიდან, 7 საუკეთესო შეარჩიეს. გამარჯვებულ ავტორებს  პრიზები ჯოშუა ფრიდმანმა და ჟიურის წევრებმა გადასცეს. ჟიურიმ 3 საუკეთესო გამოძიება და 2 საუკეთესო სიღრმისეული ისტორია ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. დამატებით, ჟიურიმ წამახალისებელი პრიზით 2 საუკეთესო ნაწარმოები  გამოარჩია.

გამარჯვებულები არიან:

  1. GIPA/Friedman-ის ფულადი ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო ჟურნალისტური გამოძიებისათვის, ვერცხლის  პრიზი და სიგელი  ერგო ლაშა კვესელაძეს ნამუშევარისთვის: “აფგან მუხთარლის გაუჩინარების დღე -სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ვიდეომასალის საეჭვო გარემოებები”, პოსტსკრიპტუმი, რუსთავი 2. 
  2. საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდნენ ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე, ნამუშევრისათვის: “სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან”, გამომძიებელი რეპორტიორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი.
  3. საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა ნათია ტრაპაიძე, ნამუშევრისათვის: “როგორ გაანადგურეს მტკიცებულებები ორი მეთორმეტე კლასელის მკვლელობის საქმეში-კურიერის ექსკლუზიური კადრები”, რუსთავი 2.
  4. GIPA/Friedman-ის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მულტიმედიური პროექტი: “საზიარო წყლები”, ჩაიხანა. ფოტო: ანუშ ბაბაჯანიანი, დარო სულაკაური და ილქინ ჰუსეინოვი. ტექსტის ავტორი მონიკა ელენა; კურატორი კეროლაინ სატკლიფი.
  5. GIPA/Friedman-ის პრიზით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა ხატია ღოღობერიძე ნაშრომისათვის: “სექსის თხოვნა დასაქმებისათვის, შევიწროება სამსახურში-რას ყვებიან ქალები ზვიად დევდარიანზე”, ტაბულა.
  6. GIPA/Friedman-ის წამახალისებელი სიგელით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა  ზურაბ ბალანჩივაძე ნაშრომისათვის: “ 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დაკარგული ისტორია”, ჩაი ხანა.
  7. GIPA/Friedman-ის წამახალისებელი სიგელით   საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა  გიორგი გირკელიძე ნამუშევრისათვის: “შავაძეების საქმე-რატომ არ დადისოთხი და-ძმა სკოლაში”, გურია ნიუსი.

ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია: www.investigate.ge