2018 წლის 18 დეკემბერს, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბატონმა ნიკოლოზ ბაქრაძემ და GIPA-ს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორმა ბატონმა ვანო ცერცვაძემ წარმოადგინეს Erasmus + პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ვიზიტის შედეგები.
ვიზიტი შედგა 2018 წლის 10-14 დეკემბერს lavoslav Ružička“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში (ქ. ვუკოვარი, ხორვატიის რესპუბლიკა), რომელშიც ხორვატიისა და საქართველოს წარმომადგენლების გარდა მონაწილეობას ღებულობდნენ პარტნიორი უნივერსიტეტები: Hercegovina University, University Vitez (ბოსნია და ჰერცოგოვინა), Modern Business School in Belgrade, University Business Academy in Novi Sad (სერბეთი).
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ GIPA-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგნელები, აუდიტორიის წინაშე ბატონი ნიკოლოზ ბაქრაძისა და ბატონი ვანო ცერცვაძის მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც მოხდა ვიზიტის შედეგების გაშუქება (დისემინირება). კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია აღნიშნული პროექტისა და მის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დამყარდა კავშირები პროექტის მონაწილე პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის. მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოხდა ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლების ვიზიტი, ხოლო უახლოეს მომავალში იგეგმება აკადემიური პერსონალის გაცვლა, როგორც საქართველოს, ასევე ხორვატიის მხრიდან. გარდა მიმდინარე პროექტით დაგეგმილი გაცვლითი შესაძლებლობებისა, ვიზიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლის ერასმუს + კა-1 და კა-2 პროექტის ფარგლებში დაიწყებენ საპროექტო წინადადების მომზადებას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც სტუდენტების გაცვლას, ასევე ამიერკავკასიისა და ბალკანეთის ქვეყნების დაახლოებას ერთობლივი ხარისხის პროგრამების შემუშავების მიმართულებით.