გამოცდილების მოკლე აღწერა
ეკონომიკის აკადემიური დოქტორის, ჯიპას ასოცირებული პროფესორის რომან ხარბედიას პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს უკავშირდება, სხვადასხვა პოზიციას მოიცავს. აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში 45 წლიანი გამოცდილება თეორიული ეკონომიკის, საქართველოს ეკონომიკის, არატრადიციული ეკონომიკის, ასევე, რეგიონული ეკონომიკის მიმართულებით.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მონაწილეობდა ქვეყნის ეკონომიკური რეფორმირების პროცესში, იყო საქართველოს მთავრობის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი ეკონომიკური რეფორმებისა და ადგილობრივი თვითმართველობის მიმართულებით.
გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში.
არის 25-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების ოპონენტი(რეცენზენტი), მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე.
სასწავლო კურსები
- ეკონომიკის შესავალი(ეკონომიკის საფუძვლები);
- მიკრო და მაკროეკონომიკის პრინციპები;
- მაკროეკონომიკა;
- საქართველოს ეკონომიკა;
- რეგიონული ეკონომიკა;
- ეკონომიკური სემინარი(არატრადიციული ეკონომიკსი)
კვლევითი ინტერესები
- ლიბერალური ეკონომიკის პრობლემები;
- ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პრობლემა.
- ეკონომიკის რეგულირების პრობლემები.