გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (შპაიერის) სამართლის დოქტორი. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (შპაიერის) ერთობლივი საჯარო მმართველობის მაგისტრი.
მისი პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს საჯარო სამსახურში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საჯარო მმართველობის რეფორმის, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობას. აღნიშნულ საკითხების თაობაზე არის 20-ე მეტი კვლევის და პუბლიკაციის ავტორი. აქვს საჯარო მოსამსახურეებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებსა და მედიის წარმომადგენლებთან ტრენინგების ჩატარების გამოცდილება. გახლავთ არაერთი გაცვლითი პროექტის მონაწილე და სასწავლო სტიპენდიის მფლობელი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
სასწავლო კურსები:
- სამართლის საფუძვლები;
- სამოხელეო სამართალი;
- შედარებითი საჯარო მმართველობა;
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- Freedom of expression in state-regulated professions (doctoral dissertation), Tbilisi State University, Institute of Administrative Science, Tbilisi, 2023.
- საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლება და პროფესიული ვალდებულებები: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ს უზენაესი სასამართლოს სტანდარტები, თსუ, საჯარო სამართლის ჟურნალი #2; 2024.
- საჯარო მოხელეების მიერ მხილების მექანიზმის არსებული პრაქტიკის შეფასება და რეკომენდაციები, საჯარო მოხელეთა ჰაბი, 2022.
- საჩუქრის პოლიტიკა საჯარო სამსახურში: საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი, ევროკავშირის პროექტი ,,საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“, მაისი, 2020;
- მხილება საჯარო სამსახურში: საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი, ევროკავშირის პროექტი ,,საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“, სექტემბერი, 2020;
- თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის სახელმძღვანელო, ევროკავშირის პროექტი ,,საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“, მაისი, 2020
კვლევითი ინტერესები:
საჯარო მმართველობისა რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში; ანტიკორუფციული პოლიტიკა და კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში; ადამიანის უფლებების დაცვა;