საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი. აქვს 23 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება ოფიციალური სტატისტიკის სფეროში, მათ შორის 8 წელზე მეტი ორგანიზაციის მენეჯმენტის პოზიციაზე. იგი ფლობს მნიშვნელოვან გამოცდილებას ოფიციალური სტატისტიკისა და პროექტების ხელმძღვანელობაში. მას აქვს 15 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო პროექტებში, სადაც მუშაობს როგორც კონსულტანტად, ასევე პროექტის ლიდერად. მათ შორის, იგი ხელმძღვანელობს ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტს საქართველოში ეროვნული სტატისტიკური სისტემის (NSS) გასაძლიერებლად.
მისი გამოცდილება მოიცავს პრაქტიკულ ცოდნას პოლიტიკის დაგეგმვაში, ეკონომიკაში, მენეჯმენტში, სტატისტიკურ ანალიზში, რეფორმებში, შეფასებებსა და მონიტორინგში. 2010 წლიდან იგი ასწავლის სტატისტიკასა და ეკონომიკას სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რითაც წვლილი შეაქვს აკადემიურ კვლევებსა და სტატისტიკური ცოდნის გაღრმავებაში. 2022 წელს ის გახდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სადაც ასწავლის სტატისტიკის, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კურსებს.
იგი ინარჩუნებს ძლიერ პროფესიულ ურთიერთობებს საჯარო სექტორთან, ადმინისტრაციული მონაცემების მომწოდებლებთან, მონაცემთა კერძო წყაროებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან.
ფლობს ეკონომიკის დოქტორის აკადემიურ ხარისხს (სტატისტიკა)
სასწავლო კურსები:
- სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში
- ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა
- საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკა
- საერთაშორისო ბიზნესის სტატისტიკა
- პროფესიული უნარები (სტატისტიკის მოდული)
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- მონოგრაფია: "მდგრადი ენერგეტიკის სტატისტიკა საქართველოში", 2017, ავტორი, გამომცემლობა „მერიდიანი“.
- სასწავლო სახელმძღვანელო „საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული და სოციალური სტატისტიკა (თემა 9. რელიგიის სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით)“, ავტორი, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 202
- საერთაშორისო სახელმძღვანელი: "Guidelines on Statistical Business Registers", თანაავტორი, ნიუ იორკი და ჟენევა, 2015, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE)
- პუბლიკაცია: "ევროპის ენერგეტიკული კავშირი და საქართველოს ენერგეტიკული რეფორმები", თანაავტორი, 2017
- სტატია: "რატომ არის სტატისტიკა მნიშვნელოვანი?", ავტორი, RA JOURNAL OF APPLIED RESEARCH ISSN: 2394-6709 DOI:10.33826/rajar/v6i5.01 Volume: 06, 2019
პროექტები:
- ევროკავშირის დაძმობილების პროექტი საქსტატსა და ფინეთის, გერმანიისა და იტალიის სტატისტიკას შორის - „საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სისტემის შესაძლებლობების გაზრდა“, თანამდებობა: პროექტის ხელმძღვანელი;
- ევროკავშირის დაძმობილების პროექტი საქსტატსა და დანიის სტატისტიკას შორის - „საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სისტემის შესაძლებლობების გაძლიერება“, თანამდებობა: პროექტის მენეჯერი;
- მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) ინიციატივა - „საქსტატის ინფრასტრუქტურის და შესაძლებლობების გაძლიერება“, თანამდებობა: პროექტის მენეჯერი
- საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის თანამშრომლობის პროექტი, თანამდებობა: ბიზნეს სტატისტიკის კომპონენტის ლიდერი (ბიზნეს რეგისტრი, ბიზნეს კვლევები, შერჩევის მეთოდოლოგია)
- „საქართველოს პირველი ანგარიში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციაში (UNFCCC)“, თანამდებობა: განუზღვრელობის ექსპერტი / ანალიტიკოსი
- ევროკავშირის პროგრამა TACIS - „ოფიციალური სტატისტიკის რეფორმა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში“, თანამდებობა: კომპონენტის მენეჯერი (კომპონენტი C11 – ბიზნეს სტატისტიკა)
კვლევითი ინტერესები:
ოფიციალური სტატისტიკა; სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში; ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროები; ალტერნატიულ მონაცემთა წყაროები; ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპები; ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში.