• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • აკადემიური პერსონალი

    მუხრან მდივანი

    ასოცირებული პროფესორი

    ელფოსტა: m.mdivani@gipa.ge

    სამართლის მაგისტრი; საჯარო მმართველობის დოქტორი. იგი არის პროფესიული საჯარო მოხელე. მისი საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია საკანონმდებლო ხელისუფლებასთან; 1993 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე; ამასთანავე, აქვს თბილისის მთავრობის წევრობის 4 წლიანი გამოცდილება - იყო სოციალური სფეროს თბილისის საქალაქო სამსახურების კურატორი (ვიცე-პრემიერი); კერძოდ: ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სოციალური დაცვის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ტურიზმის, ვეტერინარიის და სხვა მიმართულებების ხელმძღვანელი. არის კანონშემოქმედებისა და საკანონმდებლო ტექნიკის ექსპერტი. არის საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის ტრენერი. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული/სამსახურებრივი პროგრამა/ტრენინგი.

     

    სასწავლო კურსი:

    • პარლამენტარიზმი

     

    კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

    • „„კარგი მმართველობის“ ხარისხის შეფასება“, მუხრან მდივანი, სამეცნიერო ჟურნალი „ხელისუფლება და საზოგადოება“, თბილისი, №1 (61), 2022, გვ. 22–38;
    • „უკუკავშირის მნიშვნელობა საპარლამენტო მმართველობაში“, მუხრან მდივანი, სამეცნიერო ჟურნალი „ხელისუფლება და საზოგადოება“, თბილისი, №3 (59), 2021, გვ. 53–64;
    • „პარლამენტარიზმის გამოწვევები საქართველოში“, მუხრან მდივანი, სამეცნიერო ჟურნალი „ხელისუფლება და საზოგადოება“, თბილისი, №1 (57), 2021, გვ. 17–28.გავლილი აქვს არაერთი პროფესიული/სამსახურებრივი პროგრამა/ტრენინგი.

     

    კვლევითი ინტერესები:

    საჯარო მმართველობის ხარისხი; სახალხო სუვერენიტეტი და ლეგიტიმურობის მუდმივობა; ანგარიშვალდებულება და უკუკავშირი პარლამენტარიზმში; კანონშემოქმედების პროცესები.