გამოცდილების მოკლე აღწერა
ზაქარია თავბერიძე ჯიპას სოციოლოგიის პროგრამის აკადემიურ ასისტენტად მუშაობს. მისი კვლევითი ინტერესები სხვადასხვა სფეროებს აერთიანებს და ეხება განათლებასა და მეცნიერებას, მედიას, სათემო განვითარებას, სათემო განათლებას და კულტურულ ტრანსფორმაციებს. მას ჯიპას ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხი აქვს და მეორე საერთაშორისო მაგისტრის ხარისხი ზრასრულთა განათლება და სოციალური ცვლილებების ერთობლივ პროგრამაზე გლაზგოს უნივერსიტეტის, მალტის უნივერსიტეტის, კვიპროსის ღია უნივერსიტეტისა და ტალინის უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა. ზაქარიას მკვლევარად მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება დაუგროვდა და მუშაობდა ისეთ წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა, ინტერნიუსი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი და მერსი ქორფსი. ამჟამად, ის მერსი ქორფსის ალიანსების პროგრამის შედეგების გაზომვის კოორდინატორია. დამატებით, აკადემიური მიმართულებით, ის 2015-2016 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის მოწვეული ლექტორის სტატუსით მუშაობდა.
სასწავლო კურსები:
- განათლების სოციოლოგია (ქართული და ინგლისური ჯგუფები)
- სოციოლოგიის საფუძვლები (ქართული და ინგლისური ჯგუფები)
- პოსტმოდერნული სოციოლოგიური თეორიები (ქართული ჯგუფი)
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
Tavberidze, Z., Margvelashvili, A., & Zurabishvili, T. (2023). Individual vs Community Resilience: Case of Georgia. Tudásmenedzsment, Special Issue. 25;
Tavberidze, Z. (2022) Qualitative Research Regarding the Possibilities of Decentralized Education in Telavi, Georgia: From ‘Dead City’ Towards ‘Learning City’. Educational Relations, Georgian American University.
პროექტები:
- ჯიპას მცირე კვლევითი საგრანტო პროგრამაა (2023) ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა: თბილისში რეგიონებიდან ჩარიცხული სტუდენტების კვლევა. პოზიცია: კვლევის კოორდინატორი;
კვლევითი ინტერესები:
განათლება და მეცნიერება, მასკომუნიკაცია, სათემო განვითარება, სათემო განათლება, კულტურული ტრანსფორმაციები;