სოფიკო მეგრელიძე არის მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტო “ასოშეიტედ პრესის” თბილისის ბიუროს პროდიუსერი.
ჟურნალისტიკის სფეროში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე მას გაშუქებული აქვს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა კონფლიქტები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ჩეჩნეთის ომი, მიგრანტთა კრიზის ევრობაში, ნორდ ოსიტის მძევლების კრიზისი მოსკოვში, კონფლიქტები უკრაინაში და ა.შ. სოფიკო კოორდინაციას უწევდა ასოშეიტედ პრესის მუშაობას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, თურქეთში, მოლდოვასა და საბერძნეთში.
სოფიკო მეგრელიძეს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ასევე ცენტრალური ევროპის უნივერსისტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროპათმცოდნეობაში (Central European Univeristy, Budapest,Hungary.
სოფიკო მეგრელიძე იყო მსოფლო პრესისი ინსტიტუტის სტიპენდიანტი (World Press Institute,მაკალესტერის კოლეჯი,აშშ).
2016 წლიდან სოფიკო მეგრელიძე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.