აკადემიური პერსონალი

სალომე საღარაძე

ასისტენტი

ელფოსტა: salomesagharadze@gmail.com

სალომე საღარაძე  არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აკადემიური პერსონალი და საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას გააჩნია 10 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება საჯარო მმართველობის, კარგი მმართველობის, გამჭვირვალობისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

2013-2025 წლებში სალომე საღარაძე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (GYLA), სადაც კოორდინატორის პოზიციაზე ხელმძღვანელობდა სხვადასხვა დონორების მიერ მხარდაჭერილ პროექტებს, რომლებიც ეხებოდა საჯარო პოლიტიკის, საჯარო მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას.

სალომეს თანამშრომლობა ჰქონია ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა USAID, GIZ, East-West Management Institute და სხვა. ის მონაწილეობდა საერთაშორისო პროფესიულ პროგრამებში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის (IVLP), TI school on integrity, NATO School-ისა და შვედეთის ინსტიტუტის (SAYP) პროგრამებში.

სალომე საღარაძეს მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის და GIPA-ს საჯარო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი.

იგი არის მრავალი კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც შეეხება სახელმწიფო ინსტიტუტების, ადგილობრივი თვითმმართველობების ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობასა და საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციას.

კვლევები და პუბლიკაციები :

 

კვლევითი ინტერესები:

საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება; კარგი მმართველობა; ადგილობრივი თვითმმართველობა; კორუფციის პრევენცია; მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო პოლიტიკაში; ადმინისტრაციული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.