ეკონომიკის დარგის პროფესიონალი, რომელსაც ფართო გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში მუშაობის დაწყებამდე, იგი იკავებდა რამდენიმე მაღალ თანამდებობას, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას, „Wings & Freeman Capital“-ში საინვესტიციო დირექტორის პოზიციას, ასევე „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას. გარდა ამისა, იგი მუშაობდა „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის სხვადასხვა პოზიციაზე.
გიორგი ფლობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნეს სკოლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მაგისტრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხებს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში.