საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპას) პოლიტიკის მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის სტუდენტი. ვროცლავის უნივერსიტეტისა და ჯიპას პოლიტიკის მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი. ერაზმუს პლიუსის გაცვლითი პროგრამების მონაწილე და სასწავლო გრანტის მფლობელი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში 2022 წლიდან კითხულობს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის სალექციო კურსს. ამჟამად გამოქვეყნებული აქვს სამი სამეცნიერო სტატია, გლობალური პოლიტიკის თემატიკასთან და საქართველოს საგარეო კურსის თეორიულ ანალიზთან დაკავშირებით. აკადემიური სფეროს მიღმა, მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს კერძო სექტორსაც, ძირითადად ტურიზმის მიმართულებით. რაც შეეხება საჯარო სექტორს, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდისას, მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში.
სასწავლო კურსები:
- აშშ-ს საგარეო პოლიტიკა;
- პატარა ქვეყნები საერთაშორისო სისტემაში;
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- Tsintsadze, I. (2024). Measuring a State’s Power: Comparative Analysis of Multi and Double-Variable Evaluation. Journal of Politics and Democratization, 32-54.
- Tsintsadze, I. (2023). Structural Realism and Georgian Foreign Policy. Journal of Politics and Democratization, 75-106.
- ცინცაძე, ი. (2022). ამორფული პოლარიზმი. ქართველი მეცნიერები, 374-398.
კვლევითი ინტერესები:
- საერთაშორისო ურთიერთობები
- საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები
- საგარეო პოლიტიკა