ლექტორები

ნინო სამხარაძე

მოწვეული ლექტორი

ელფოსტა: nino.samkharadze@gipa.ge

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აფილირებული ანალიტიკოსი. რადიო თავისუფლების რადიო-პოდკასტის „დილის საუბრების“ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების რუბრიკის თანაწამყვანი. დოქტორანტი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების მაგისტრი. ნინო სამხარაძე ხუთი წლის მანძილზე მუშაობდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში ანალიტიკოსისა და პროექტის კოორდინატორის თანამდებობებზე, შვიდი წელია, კითხულობს კურსებს პოლიტიკის მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ნინო სამხარაძე დაინტერესებულია ფეხბურთის როლის კვლევით საქართველოში იდენტობის მშენებლობის, მასების მობილიზაციის და პოლიტიკური პროცესების მიმართულებით. ამ მიმართულებით მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური და ანალიტიკური სტატია ამ მიმართულებით სხვადასხვა ონლაინ და სპეციალურ გამოცემებში, როგორიცაა <ინდიგო>, <ევროპოპი>, <International Politics and Society>. პერიოდულად ის ატარებს ტრენინგებს პოლიტიკის მეცნიერების დისციპლინისთვის მნიშვნელოვანი ტრანსფერული უნარების მიმართულებით, და, ასევე, ლექციებს თანამედროვე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

 

სასწავლო კურსები:

  • ნაციონალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში;
  • შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში;
  • შესავალი პოლიტიკურ იდეოლოგიებში;
  • აკადემიური წერა;
  • სოციალური ცვლილების სოციოლოგია;
  • საქართველოს საგარეო პოლიტიკა.

 

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

სამხარაძე ნინო. 2025. პოლიტიკა ყოველთვის ადგილობრივია: რატომ არის მნიშვნელოვანი დემოკრატიული გარღვევა რეგიონებში? საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;

სამხარაძე, ნინო. 2024. საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური ადგილი არჩევნების შემდეგ: რამდენად ნაცრისფერია „ნაცრისფერი ზონა“? საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;

კაკაჩია, კორნელი; ლებანიძე, ბიძინა; სკარჯუტე-კერესელიძე რენატა; სამხარაძე ნინო. 2024. ჩამორჩენის შემცირება: საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან.  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;

Samkharadze, Nino. 2023. A Goal for Democracy. International Politics and Society

სამხარაძე ნინო. 2023. “ქართული პოლიტიკური პარტიები ევროპულ კონტექსტში: გამოწვევები და შესაძლებლობები,” საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;

Samkharadze, Nino & Lebanidze, Bidzina. 2023. The Gen Z Effect: A Portrait of the Younger Generation Fighting for Georgia’s European Future. Ponars Eurasia;

სამხარაძე ნინო. 2022. 3+3 ერთის გარეშე: საქართველოს სამხრეთ კავკასიური გამოწვევები და პერსპექტივები. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;

სამხარაძე ნინო. 2021. ბაიდენის გლობალური დემოკრატიის იდეა ავღანეთის შემდეგ: რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ? საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;

 

კვლევითი ინტერესები:

ნაციონალიზმის როლი გარდამავალ დემოკრატიებში; ნაციონალიზმი, ფეხბურთი და პოპულიზმი; მასების მობილიზაციის თეორიები; დემოკრატიზაცია და პარტიული პოლიტიკა საქართველოში; საქართველოს საგარეო პოლიტიკა; ევროინტეგრაცია.