ნათია გვენეტაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აქვს პრაქტიკული მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 15 წლიანი მუშაობის პერიოდში, იგი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებით და 5 წელი იმუშავა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში. მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო უსაფრთხოება და სტრატეგიაში King’s College London უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) და სოციალური მეცნიერების მაგისტრის ხარისხი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამჟამად იგი სწავლობს პოლიტიკის მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე საქართველოს უნივერსიტეტში. მას ასევე დამთავრებული აქვს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სწავლებების სამეფო კოლეჯის (Royal College of Defence Studies) სტრატეგიული დონის კურსი და ბალტიის თავდაცვის კოლეჯის (Baltic Defence College) უმაღლესი სამეთაურო სასწავლო კურსი.
ნათია გვენეტაძეს სწავლების 10 წლიანი გამოცდილება აქვს და მიწვეული ლექტორის რანგში, ლექციებს კითხულობს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში. მას აქვს მიღებული საერთაშორისო ტრენერის კვალიფიკაცია დიდი ბრიტანეთის ადამიანური რესურსებისა და განვითარების ინსტიტუტის (CIPD) მიერ და ატარებს ტრენინგებს სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების სხვადასხვა თემატიკაზე.
სასწავლო კურსები:
- ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა;
- ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა;
- პოლიტიკური კონფლიქტი და ომი;
- სტრატეგიული კომუნიკაციები.
კვლევითი ინტერესები:
ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოება, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა, ჰიბრიდული ომი, ინსტიტუციური მედეგობა.
