აკადემიური პერსონალი

ქეთევან გოგინაშვილი

ასოცირებული პროფესორი

ელფოსტა: kgoginashvili@gmail.com

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნეირებათა დოქტორი, აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი  (MPH) საქართველოს უნივერსიტეტში. გავლილი აქვს ლონდონის ეკონომიკური სკოლის კურსი ჯანდაცვის ეკონომიკასა და პოლიტიკაში; ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის კურსი - ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება; გაეროს მოსახლეობის პროგრამის მიერ დაფინანსებული კურსი საჯარო პოლიტიკის ანალიზი საჯარო მოხელეებისთვის; ათენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სკოლის კურსი ჯანდაცვის პროგრამების ეკონომიკური შეფასების მეთოდებში; სკრენტონის უნივერსიტეტის კურსი პროგრამების დაგეგმვის და შეფასების საკითხებზე. აქვს პედაგოგიური საქმიანობის 10 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის, ჯანდაცვის ეკონომიკის, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოს უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტებში. იგი არის 20-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი.

იგი არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი და აქვს  საჯარო პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგსა და შეფასების 20 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ასრულებს საექსპერტო საქმიანობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  დაკვეთით ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის მიმართულებით.

სასწავლო კურსები:

  • ჯანდაცვის ეკონომიკა
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და გლობალური ჯანმრთელობა
  • ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესება
  • საინფორმაციო სისტემები და ციფრული ჯანდაცვა
  • პროგრამებისა და პროექტების შემუშავება

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

  1. Goginashvili K., Nadareishvili M., Habicht T., Can people afford to pay for health care? World Health Organization, 2021, World Health Organization, Copenhagen

პროექტები:

  • ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის შეფასება/WHO-EURO
  • ჯანდაცვის დანახაჯების და კატასტროფული დანახარჯების შეფასება - WHO/EURO
  • უნივერსალური მოცვის პროგრესის მონიტორინგი: ევროპაში მოსახლეობის ფინანსური დაცულობა კატასტროფლი რისკებისგან: ახალი მტკიცებულებების გენერირება WHO-EURO

 

კვლევითი ინტერესები:

  • ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის ეკონომიკა; ხელოვნური ინტელექტი; საჯარო პოლიტიკა და საზოგადოებრის მონაწილეობა