ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორანტი, ჯიპა-ს საჯარო მმართველობის მაგისტრი, სტრატეგიული კომუნიკაციების დიპლომირებული სპეციალისტი, სერტიფიცირებული პროექტების მართვის სპეციალისტი (PMP) და საჯარო პოლიტიკის მრჩეველი (CPPA).
ელენეს აქვს საჯარო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის 20 წელზე მეტი ხნის პრაქტიკული გამოცდილება. მათ შორის, მას ეკავა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის (2013-2016 წწ.) თანამდებობა, თანამშრომლობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და ჩართული გახლდათ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების განხორციელებაში (Good Governance Initiative 2016-2017, Resilient Communities Program 2022-2025).
მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, საერთაშრისო განვითარების პოლიტიკა და პროექტები, სტრატეგიული კომუნიკაციები, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო მმართველობის რეფორმა, ადგილობრივი მმართველობა და დეცენტრალიზაცია. მას აქვს პროექტების მართვისა და საინფორმაციო კამპანიების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება.
ელენე არის მრავალი პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი. ის ამჯერად იკვლევს საქართველო-აშშ ურთიერთობებს 1992-2020 წლებში (სოციალურ და ჰუმანიტარულ პროგრამებს).
კვლევები და პუბლიკაციები :
- ელენე გოცაძე, აშშ-ის საგარეო დახმარების ევოლუცია სტრატეგიული მიზნების განხორციელების კვალდაკვალ, (2025), თბილისი, თსუ
- ელენე გოცაძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა პირველი რესპუბლიკის პერიოდში, (2024), თბილისი, თსუ
- ელენე გოცაძე; ლიკა მწყერაშვილი; სოფიო გაბელაია (2024) საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმი, (2024) თბილისი, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი, USAID-ის მხარდაჭერით
- ელენე გოცაძე, (2022), ნატო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების კვალდაკვალ, თბილისი: საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი, ნატოს საჯარო დიპლომატიის დეპარტამენტის მხარდაჭერით.
კვლევითი ინტერესები:
საქართველო-აშშ ურთიერთობები; საერთაშორისო დახმარების ხასიათი; დეზინფორმაცია, როგორც ეროვნული ინტერესების საფრთხე; ევროკავშირში გაწევრების პროცესი და მოდელები; საზოგადოების მონაწილეობა საჯარო პოლიტიკის წარმოების პროცესში; ადგილობრივი მმართველობის მოდელები ევროკავშირში; კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელები ევროკავშირში.
