ირმა ლენგ ბოლო 9 წელია ცხოვრობს და წარმატებით მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2017-2018 წლებში ხელმძღვანელობდა ნიუ ჯერსის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის პარამუს ასოსიეტის საფინანსო დეპარტამენტს. ამჟამად დაკავებულია ამერიკაში ცნობილი საფინანსო კომპანიის ამერიპრაის ფაინანშელის ანალიტიკურ დეპარტამენტში მრჩევლად. პარალელურად თანამშრომლობს ნიუ ჯერსის სავაჭრო პალატასთან და ყველანაირად ცდილობს საქართველოსა და აშშ-ის სამომავლო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
იგი გახლავთ ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. მისი პრაქტიკული გამოცდილება და კარიერული მიღწევები მოიცავს თითქმის 25 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მერიის საფინანსო დეპარტამენში და პარალელურად ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. შემდგომ სწავლა გააგრძელა ლონდონის (დიდი ბრიტანეთის) ბიზნეს სკოლაში. თავისუფლად საუბრობს 4 უცხო ენაზე. ის ერთ-ერთ იმ ლიცენზირებულ აუდიტორთა შორისაა, რომელიც ფლობს ACCA-ის აუდიტორის საერთაშორისო სერთიფიკატს ზოგად აუდიტში. არის საქართველოს აუდიტორთა და ბუღალტერთა ფედერაციის წევრი. წლების განმავლობაში მას ეკავა სხვადასხვა მაღალი პოზიცია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. იგი მუშაობდა როგორც ამერიკულ, ასევე ქართულ ბანკებში საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ასევე ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიაში მრჩევლად ფინანსურ საკითხებში. იყო გაერთიანებული წყალმომარაგების „აღმოსავლეთის წყალი“ საფინანსო სამსახურის უფროსი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი და მერიის გუდაურის განვითარების ფონდისა და ტექნოლოგიური განვითარების ფონდის საფინანსო და აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დღემდე თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორც დამოუკიდებელი აუდიტორი. მათ შორისაა შვედეთის სახელმწიფოს და ქალთა დემოკრატიული მოძრაობის არასამთავრობო ორგანიზაციები, აგრეთვე ვებსტერ უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალი. პარალელურად 15 წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ბუღალტერიის, საგადასახადო და აუდიტის კუთხით სხვადასხვა აკადემიაში და უნივერსიტეტში, მათ შორის MOF ფინანსთა სამინისტროს აკადემია, CAC ბრიტანული სკოლა-აკადემია, EduHouse აკადემია, British House, USAID-ის პროექტი G4G, EU ევროკავშირის პროექტი, საქართველოს სავაჭრო პალატის GCCI აკადემია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მრავალი სხვა. გავლილი აქვს შვეიცარიის უმაღლესი სკოლის სასერთიფიკატო კურსი საერთაშორისო ფინანსებში და ფინეთი-ევროკავშირის მიერ ჩატარებული ტრენერთა მომზადების კურსი.
ადგილობრივ და უცხოურ მაღალრეიტინგულ ჟურნალებში სხვადასხვა პერიოდში გამოაქვეყნა სადისერტაციო თემასთან დაკავშირებული სამი სამეცნიერო სტატია, მათ შორის Scopus და Web of Science, რომელმაც შესაბამისი აკადემიური წრეების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამასთან ერთად, დოქტორ ირმა ლენგის კვლევის შედეგები წარდგენილია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებზე.
სასწავლო კურსები:
- F1: ბუღალტერი ბიზნესში;
- F2: მმართველობითი აღრიცხვა;
- F3: ფინანსური აღრიცხვა;
- F4: კორპორატიული და ბიზნეს სამართალი;
- F5: საქმიანობის შედეგების მართვა;
- F6 საგადასახადო დაბეგვრა;
- F7: ფინანსური ანგარიშგება;
- F8: აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება;
- F9: ფინანსური მენეჯმენტი;
- P1: პროფესიონალი ბუღალტერი;
- P2: კორპორატიული ანგარიშგება;
- P3: ბიზნეს ანალიზი.
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- Irma Lang. „Georgia’s Foreign Trade Potential with the United States: A Gravity Model Approach”. The Journal of Eastern Europe and Central Asia Research (JEECAR)10 No.7 December 2023. (ISSN: 2328-8272 (print) | ISSN: 2328-8280 (online) Scopus and Web of Science. https://ieeca.org/journal/index.php/JEECAR.
- Irma Lang. “The Repercussions the Covid-19 pandemic Had on the global economy and international trade flows”. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. „მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემები პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით“. ეკონომიკა - XXI საუკუნე. 2023. (E ISSN 2587-4691) tsu.ge. “ეკონომისტი”, “Ekonomisti” #4, V XIX, 2023 DOI: 10.36172/EKONOMISTI (p ISSN 1987-6890) (e ISSN 2346-8432)
- ირმა ლენგ. „ბიზნესის გლობალიზაციის მამოძრავებელი ძალები და საქართველოსა და აშშ-ის ადგილი გლობალურ ბიზნეს-გარემოში“. VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. თსუ. 3-4 ნოემბერი, 2023. https://www.tsu.ge/
- Irma Lang. “Comparative Analysis of the Economic Environment of Georgia and the United States of America in a Global Context”. XV International Conference on Economics EconWorld2023@Tbilisi. June 14-16, 2023 https://tbilisi2023.econworld.org/
- ირმა ლენგ. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტ-იმპორტის რეტროსპექტიული ანალიზი“. ახალი ეკონომისტი. 17(2), 2022. 53-58. doi:10.36962/NEC17022022. ISSN 2667-9752 (Online). ISSN 1512-4649 (Print). http://www.neweconomist.com.ge/journal/article/retrospective-analysis-of-exports-and-imports-between-georgia-and-the-united-states-1673020311
- ირმა ლენგ. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნეს-გარემოს PESTEL - ანალიზი“. ეკონომიკა და ბიზნესი. XIV(3), 2022. 128-149. doi:10.56079. ISSN 1987-5789. ESSN 2587-5426. http://eb.tsu.ge/?cat=arq&leng=ge&arq=2022-11-30
- Irma Lang. “The Covid pandemic and contemporary trends of global trade flows“. “2nd International Scientific and Practical Internet Conference: Impact of Covid-19 Pandemic on Development of Modern World: Threats and Opportunities„ 2022. (pp. 37-42). 'WayScience', Internetional Electronic Scientific and Practical Journal. ISBN 978-617-95218-9-8. http://www.wayscience.com/en/2nd-conference-21-22-september-2022/
პროექტები:
Ø HAUS Finnish Institute of Public Management
Public Service (ATAK) of the Estonian Academy of Security Sciences and European Union Twining Project
Ø The Graduate Institute of International – Geneva/ფინანსთა სამინისტროს აკადემია
Capacity Building in International Relations in the South Caucasus National Training Program on International Finance and Related Issues. საერთაშორისო ფინანსები და მასთან დაკავშირებული საკითხები.
- USAID-ის პროექტი G4G.
კვლევითი ინტერესები:
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კვლევა გლობალურ ბიზნეს-გარემოში აქტუალურ პრობლემას ეძღვნება. კვლევის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს გრავიტაციული მოდელის გამოყენებით საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე მოქმედი ფაქტორების კომპლექსური ანალიზი და გლობალიზაციის პირობებში საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოტენციალის შეფასება აშშ-თან.