ბიზნესის მართვის დოქტორანტი, რომლის კვლევითი ფოკუსია მეწარმეობა და სტარტაპ გადაწყვეტილებების ფსიქოლოგია. თიკო ფლობს NYU Stern-ის Executive MBA-ს და ამჟამად არის STEM OPT სტატუსის მფლობელი აშშ-ში.
მას აქვს 20 წელზე მეტი ლიდერული გამოცდილება სტრატეგიის, ოპერაციებისა და ორგანიზაციული ზრდის მიმართულებით.
ამჟამად, თიკო ჰუალინგ ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და ზედამხედველობს ჰოლდინგის სხვადასხვა ბიზნეს ერთეულს, რაც მოიცავს ოპერაციული სრულყოფის, ფინანსური მდგრადობის, ინოვაციური განვითრებისა და ბრენდის მთლიანობის უზრუნველყოფას.
ის ასევე ხელმძღვანელობს სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ მხარდაჭერილ ტექნოლოგიური პროდუქტის სტრატეგიასა და ოპერაციებს, ახორციელებს კვლევებისა და პროდუქტის ახალ ბაზარზე დანერგვის სტრატეგირებას;
თიკო არის Forbes Woman-ის კონტრიბუტორი და იდეის – The Power of No – ავტორი, რომელიც ეხება ლიდერობას, ძალაუფლებას და გადაწყვეტილებების მიღების ფსიქოლოგიას.
ის წარმოადგენს NYU-ს კურსდამთავრებულთა მიერ დაარსებული საინვესტიციო კონსორციუმის წევრს, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს ტექნოლოგიურ სტარტაპებსა და ადრეულ ეტაპზე მყოფ კომპანიებში.
მისი კარიერის განმავლობაში თიკო მუშაობდა უმაღლესი რგოლის მართის პოზიციებზე, უწევდა კონსულტაციას ზრდის ეტაპზე მყოფ კომპანიებს და ახორციელებდა ანტიკრიზისულ მენეჯმენტს.
ის აქტიურად ეხმარება ახალგაზრდა მეწარმეებსა და ქალებს ბიზნესში, მენტორობისა და აქსელერატორის პროგრამების მეშვეობით როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-ში.
სასწავლო კურსები:
- მეწარმეობა და სტარტაპ ფსიქოლოგია
- ბიზნეს სტრატეგია და მოდელები
- ციფრული მარკეტინგის სტრატეგია
- ლიდერობა და კრიზისის მართვა
- ზრდა და ინოვაცია განვითარებად ბაზრებზე
- ბრენდის პოზიციონირება და კომუნიკაცია
- ფინანსების მოზიდვა და Angel ინვესტირება ;
- სტრატეგიული მენეჯმენტი
- ბაზრის კვლევა და მომხმარებლის ქცევა
- საჯარო გამოსვლა და პრეზენტირება
- მომხმარებელზე ორიენტირებული სტრტეგიები
- ბიზნეს ეთიკა და ლიდერობა
კვლევები და პუბლიკაციები:
- The Power of No – თიკო მაღრაძე, 2023.
ფსიქოლოგიური საზღვრების როლი ლიდერობაში და გადაწყვეტილების მიღებაში. - Forbes-ის კონტრიბუტორი – სტატიები ბიზნეს ზრდაზე, სტარტაპ სტრატეგიებსა და ქალთა ლიდერობაზე.
- სადოქტორო დისერტაცია (მიმდინარე):
ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს მეწარმეთა გადაწყვეტილებებს, მათი წონა და მნიშვნელობა ბიზნეს წარმატებისთვის – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
პროექტები:
მეთვალყურეობითი ლიდერობა და სტრატეგიული ზედამხედველობა – ჰუალინგ ჰოლდინგის უძრავი ქონების, საცალო ვაჭრობის, ლოჯისტიკის, სასტუმრო და საწარმოო სექტორებზე
სტრატეგიისა და შესრულების ხელმძღვანელობა – სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ მხარდაჭერილი ინოვაციური პროდუქტი
ანგელოზ ინვესტორთა სინდიკატი (NYU-ის ბაზაზე) – სტარტაპების სკრინინგი, მენტორობა და საწყისი ეტაპის დაფინანსება
მარკეტინგისა და გაყიდვების პლატფორმის განვითარება – Vody (აშშ-ში დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპი)
სასწავლო პროგრამების შემუშავება და ლექციების წარდგენა – მარკეტინგის, ინოვაციების და ბიზნესის მიმართულებით საქართველოში და იტალიაში
კომერციული და მარკეტინგული კონსულტანტი – VR Holding (ელიტური უძრავი ქონების დეველოპერული ჰოლდინგი)
სტრატეგიისა და განვითარების ბიზნეს კონსულტანტი – Autobani
ჯანდაცვის ტექნოლოგიები – 4 Alivio
სასოფლო-სამეურნეო პროექტი – სტარტაპისთვის ფინანსების მოძიება იამაიკაში
ელექტრონული კომერცია – Pirveli Shop.Ge (საქართველო)
ტელეკომუნიკაცია –ბიზნეს სიანვესტიციო პროექტი
რესტორნების ბიზნესი – 5 ქართული რესტორანი ნიუ-იორკში
დისტრიბუციის ბიზნესი – ქართული ღვინის დისტრიბუციის პროექტი აშშ-ში
სტარტაპები და ინოვაციები სხვადასხვა სფეროში – USAID-ის “ქალები ბიზნესში” პროგრამა (200 ბენეფიციარი)
კვლევითი ინტერესები:
მეწარმეობის ფსიქოლოგია, სტარტაპ ეკოსისტემები, ბიზნესის მდგრადობა, ბაზრებს შორის სტრატეგია, ლიდერობაში გენდერული ბალანსი, ციფრული ტრანსფორმაცია განვითარებად ეკონომიკებში და ინოვაციაზე დაფუძნებული ზრდა.