სასწავლო კურსები:
- ურბანული მართვა - საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკა
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- ნიკოლაიშვილი დ. ურბანული ცოცვა და მდგრადობა ევროპის პოსტსოციალისტურ ქალაქებში არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალი 2024. არქიტექტურის, უბრანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
- მიქიაშვილი გ., ნიკოლაიშვილი დ. სუბურბანიზაციის პროცესის ამერიკული გამოცდილების განსაკუთრებული ასპექტები. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალი 2022არქიტექტურის, უბრანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
პროექტები:
ცინცინატის უნივერსიტეტის ურბანული დაგეგმარების მაგისტრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის მაგისტრი, გააჩნია საერთაშორისო განვითარების სააგენტოებში, პროექტების დაგეგმვის, მართვის და განხორციელების კუთხით სხვადასხვა სახელმძღვანელო პოზიციებზე 20 წელზე მეტი ვადის მუშაობის გამოცდილებაა. მათ შორის გააჩნია საქართელოს გარეთ საერთაშორისო პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების და დეველოპერული საქმიანობის სფეროებში. საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობა მოიცავს ისე როგორც მოკლევადიანი ტრენინგების კურსების დაგეგმვა-განხორციელებას, ასევე საქართელოში არსებულ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებში სალექციო კურსების მომზადებას და წაკითხვას ურბანული დაგეგმარების, ურბანული მენეჯმენტის და არქიტექტურის სფეროებში. გაწეული პრაქტიკული საქმიანობა დიდწილად დაკავშირებულია დეცენტრალიზაციის, რეგიონალური, ურბანული და ადგილობრივი დაგეგმარების სფეროებთან საქართველოს სხვადასხვა ნაწილში ბოლო 30 წლის განმავლობაში. გარდა არასამთავრობო და კერძო სექტორებში მუშაობის გამოცდილებისა, გაწეული სამუშაოები ასევე უკავშირდება ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურეობასაც.
კვლევითი ინტერესები:
ურბანული დაგეგმარება, ურბანული მენეჯმენტი, მდგრადი ურბანული განვითარება, სუბურბანიზაცია, ურბანული დიზაინი, პოსტ-სოციალისტური ურბანული რესტრუქტურიზაცია, არქიტექტურა