ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი. 2019, 2022, 2023, 2024, 2025 წლებში იყო კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) მოწვეული ლექტორი. 2022 წლიდან ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ლიეტუვა) ჟურნალ ეკონომიკის რეცენზენტი, (ჟურნალი ინდექსირებულია სკოპუსის ბაზაში). 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი პუბლიკაციის, 1 ორენოვანი მონოგრაფიის ავტორი, 15-მდე საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი. DAAD -ისა და ERASMUS -ის გრანტების მფლობელი - 4 ჯერ, სხვადასხვა ჯილდოების მფლობელი, კერძოდ, 2023 წელს მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი - ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის, იმავე წელს ფულადი ჯილდო საერთაშორისო რეცენზირებად და მაღალ იმფაქტ - ფაქტორის მქონე ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებისათვის. 2016 წელს მიღებული აქვს მადლობის სერთიფიკატი ქ. ბარსელნაში, სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სამეცნიერო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, ბიზნესისა და ეკონომიკის სესიის ხელმძღვანელობისთვის. 2015 წელს მადლობის სერთიფიკატი - ქ. პარიზში გამართულ კონფერენციაზე ,,ეკონომიკა, საზოგადოება და მენეჯმენტი’’, რომელიც ორგანიზებული იყო საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების კვლევითი ცენტრის მიერ, მისმა მოხსენებამ ,,ოპტიმალური საგადასახადო ტვირთის თეორიული და ემპირიული საფუძვლები საქართველოში’’ გაიმარჯვა ნომინაციაში ,,სესიის საუკეთესო მოხსენება’’. 2024 წლიდან - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.
სასწავლო კურსები:
- საჯარო ფინანსები;
- საჯარო მმართველობის ეკონომიკური განზომილება;
- ფინანსური მენეჯმენტი;
- მენეჯერული აღრიცხვა;
- საერთაშორისო სავალუტო და საკრედიტო ურთიერთობები;
- ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები;
- საერთაშორისო ბიზნესი;
- გადასახადები და დაბეგვრა;
- საერთაშორისო კვლევები
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- The impact of artificial intelligence on the financial sector in Georgia, International Scientific Journal Science and Innovation, N4, 2024
- THE RESULTS OF THE NEW ECONOMIC SYSTEM FUNCTIONING IN GEORGIA ACCORDING TO THE THREE 10-YEAR TIME PERIODS, SINCE THE RESTORATION OF INDEPENDENCE, Kbiladze D., Dapkus R., Metreveli S., Kbiladze T., Transformations in Business & Economics, Vol. 22, No3 (60), pp.140-155, 2023;
- Transformation of post – communist Georgia’s economy after 30 years of independence, Kbiladze D., Metreveli S., Kbiladze T., Journal Spectri, N1, 2023;
- Sustainable Develoment Goals and some directions of university education in Georgia, Kbiladze D., Kbiladze T., Chiradze T, Scientific Journal Spectri, 2022
- Macroeconomic Uncertainty and Empirical Research Results of its Quantitative Measurement in Georgia, Kbiladze D., Metreveli S., Kbiladze T., Ekonomika, 100(1), pp. 67-74. doi: 10.15388/Ekon.2021.1.4, 2021
პროექტები:
- ერაზმუს + პერსონალის მობილობა სწავლებისთვის.
კვლევითი ინტერესები:
საჯარო ფინანსების მართვა ევროკავშირში, საჯარო მმართველობის ეკონომიკური ასპექტები, საგადასახადო სისტემები, ეკონომიკური რეფორმები, მაკროეკონომიკური განუსაზღვრელობა.