ლექტორები

ანა პაპიაშვილი

ელფოსტა: ana.papiashvili@gipa.ge

მოცდილების მოკლე აღწერა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორანტი. ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს სოციოლოგიის ბაკალავრისა (2018) და მაგისტრის ხარისხი (2020). მისი პრაქტიკული გამოცდილება, ერთი მხრივ, მიემართება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ხოლო, მეორე მხრივ, კვლევით ორგანიზაციას. 2018 წლიდან მუშაობს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტში (ISSA) მკვლევარ-ანალიტიკოსის პოზიციაზე. ამდენად, აქვს პრაქტიკულ კვლევებზე მუშაობის 5-ზე მეტწლიანი გამოცდილება. ამასთან, 3 წელზე მეტია, მოწვეული ლექტორის სტატუსით, კითხულობს სოციოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს. ფლობს ტრენინგების ჩატარების გამოცდილებას - მომზადებული აქვს სოციოლოგიური კვლევის მეთოდების შესავალი კურსის მოდული „პლატფორმა სოციალური დიალოგისთვის“ პროექტების სტუდენტებისთვის. პრაქტიკულ კვლევებში ერთვება, როგორც ორგანიზაციულ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. კვლევითი საქმიანობის ფარგლებში თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, გაეროს ორგანიზაციებთან, სოციალური სამართლიანობის ცენტრთან და ა.შ. თანამშრომლობა ითვალისწინებს, აგრეთვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვ. ერთობლივ პროექტებს. გახლავთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის მფლობელი და არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ბოლო სტატია გამოქვეყნებულია Scopus-ის ბაზის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალ European Education-ში.

სასწავლო კურსები: 

  • თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები
  • მოდერნული სოციოლოგიური თეორიები
  • პოსტმოდერნული სოციოლოგიური თეორიები
  • სოციალური სივრცე და ურბანული დაგეგმარება
  • თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები და პრაქტიკა
  • აკადემიური წერა

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

  • Papiashvili A., (2024): ‘The Bologna Process and Georgian Higher Education: Advances in Academic Social Responsibility’. Scopus journal: European Education  ISSN: 1056-4934; E ISSN: 1944-7086
  • პაპიაშვილი ა., ბეჟანიძე თ. (2022): უმაღლესი განათლება და სოციალური სამართლიანობა: სტუდენტთა სოციალური საჭიროებების კვლევა. თბილისი. ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  • კაჭკაჭიშვილი ი., პაპიაშვილი ა. (2021): მარტოობა ხანდაზმულებში. თბილისი. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)
  • კაჭკაჭიშვილი ი., პაპიაშვილი ა., ესებუა ნ., ჯიბუტი მ. (2021): დანაშაულისა და სასჯელის სოციალური ასპექტების შესწავლა. თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • კაჭკაჭიშვილი ი., კონცელიძე ო., პაპიაშვილი ა., ჯიბუტი მ. (2020): COVID-19-ის გავლენა ხანდაზმულებზე. თბილისი. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)
  • ვერულავა თ., პაპიაშვილი ა., ჯიბუტი მ., ლიკლიკაძე მ. (2019): ნარკოტიკის მომხმარებელი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბენეფიციართა ინფორმირებულობა და ქცევა. თბილისი. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია

პროექტები:

  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი 2022, საგრანტო პროექტი - “აკადემიური სოციალური პასუხისმგებლობის კვლევა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში: ნორმატიული, ეთიკური და პრაქტიკული გზები“ (PHDF-22-1430)
  • ევროპის სოციალური კვლევა (European Social Survey (ESS)), საქართველოს ეროვნული საკოორდინაციო გუნდის წევრი, 2020-დღემდე
  • პლატფორმა სოციალური დიალოგისთვის, მოწვეული ექსპერტი/ტრენერი, 2020-2022

კვლევითი ინტერესები:

სოციალური პასუხისმგებლობა (კონკრეტულად კი აკადემიურ სფეროში); განათლების პოლიტიკა (როგორც უმაღლეს, ისე საშუალო საფეხურზე არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების მიმართულებით); ურბანული დაგეგმარება; ახალგაზრდობის თემები და სხვა სოციალურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.