• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ლექტორები

    ნიკოლოზ ბარამია

    ელფოსტა: n.baramia@gipa.ge

    გამოცდილების მოკლე აღწერა

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) საჯარო მმართველობის მაგისტრი. მისი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საჯარო სამსახურს უკავშირდება, სხვადასხვა მმართველობის დონესა და პოზიციას მოიცავს. მას აქვს 4 წელზე მეტწლიანი გამოცდილება პროექტების მართვის, საჯარო სერვისების დიზაინის, მიწოდებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. იგი აქტიურად არის ჩართული საჯარო სერვისების მიწოდებასა და ელექტრონული მმართველობასთან დაკავშირებული ტრენინგ პროგრამების განვითარებაში და აქვს 2 წელზე მეტწლიანი კონსულტაციისა და ტრენინგის გამოცდილება საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR), საჯარო სერვისების დიზაინის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და ელექტრონული მმართველობის საკითხებში ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. ნიკას აქვს 2 წელზე მეტწლიანი სწავლების გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო პოლიტიკის ანალიზის და საჯარო სერვისების მართვის მიმართულებით, ამავე დროს მას აქვს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) კონსულტაციისა და მხარდაჭერის გამოცდილება.

    სასწავლო კურსები: 

    • საჯარო სერვისების მართვის საფუძვლები;
    • საჯარო სერვისების მართვა.

    პროექტები:

    • საჯარო მმართველობის რეფორმის(PAR) ხელშეწყობა ქვეყანაში სერვისების მიწოდებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით;
    • საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება.

    კვლევითი ინტერესები:

    ციფრული ტრანსფორმაცია, კარგი მმართველობა, საჯარო სერვისების შექმნა და მიწოდება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული სერვისები, ელექტრონული მონაწილეობა, საჯარო სერვისების ხარისხის უზრუნველყოფა.