ილია ჩხეიძე
ელფოსტა: i.chkheidze@gipa.ge
გამოცდილების მოკლე აღწერა
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU. Vienna, Austria) საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, ეკონომიკის კონცენტრაციით. ასევე გახლავთ, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი. მისი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საჯარო დაწესებულებებს უკავშირდება, სხვადასხვა პოზიციას მოიცავს. აქვს დაახლოებით 10 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვასა და კვლევაში. ფლობს კონსულტირების, შესაძლებლობების განვითარებისა და ტრენინგების ჩატარების 5 წლიან გამოცდილებას, იგი ჩართულია საჯარო პოლიტიკასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ტრენინგ პროგრამების განვითარებაში და აქვს შესაბამისი გამოცდილება საჯარო მოხელეთა ტრენინგ პროგრამების წარმართვაში, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, GIZ-თან ერთად. ფლობს სწავლების 6 წლიან გამოცდილებას საჯარო სექტორის ეკონომიკის მიმართულებებით. ამავე დროს, აქვს სოლიდური გამოცდილება საჯარო და სამოქალაქო სექტორში მუშაობისა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და ა.შ. ასევე, გახლდათ ფულბრაიტის კომისიის საპატიო წევრი.
სასწავლო კურსები:
- საჯარო სექტორის ეკონომიკა.
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი): (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ჟურნალი დე:ნოსტალგია: „საქართველოს პოსტ-საბჭოთა ტრანზიცია: საგზური მესამე სამყაროსკენ.
კვლევითი ინტერესები:
კვლევით ინტერესებს წარმოადგენს: თავისუფალი ვაჭრობა და ინდუსტრიალიზაცია.