პროფესურა

ეკა ჭაბაშვილი

ასოცირებული პროფესორი

ელფოსტა: eka.chabashvili@tsc.edu.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა:

კომპოზიტორი, სამუსიკო ხელოვნების დოქტორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; ეკა ჭაბაშვილის ნაწარმოებები სრულდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, არის კონკურსების ლაურიატი. მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო ფესტივალებზე, ქართველი და უცხოელი მუსიკოსები კი - უკვეთავენ ნაწარმოებებს. შემთხვევითი არაა, რომ ეკა ჭაბაშვილის შემოქმედება მოექცა დიდი გერმანელი კომპოზიტორის კ.შტოკჰაუზენის ყურადღების ცენტრში, რომელმაც დადებითი დახასიათება მისცა ქართველ კომპოზიტორს, აღნიშნა რა, რომ მისი საკომპოზიციო ტექნიკა არის ორიგინალური და საინტერესო. კომპოზიტორი ასევე აქტიურად
მუშაობს კინოსა და თეატრის (საბალეტო) მუსიკის ჟანრში. ეკა ჭაბაშვილი იკვლევს თანამედროვე პროფესიულ მუსიკას სხვადასხვა ასპექტში, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების პრობლემებს და
ეკომუსიკოლოგიურ საკითხებს; ავტორია მულტი-ტოპოფონიურ საკომპოზიციო ტექნიკისა და ატომალურ-ბირთვული მუსიკალური სისტემისა, რასაც ეძღვნება რიგი პუბლიკაციებისა ქართულ და
უცხოურ ენებზე. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; მიწვეული _იყო კომპოზიციაში მასტეკლასების და ლექციების ჩასატარებლად პარმის კონსერვატორიასა თუ ისლანდიის ხელოვნების უნივერსიტეტში, ლუნდის, ნიუ-იორკის, კაპიტალ (კოლუმბუსი), ტაფტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. ეკა ჭაბაშვილის ინიციატივით დაარსდა საკრავების ექსპერიმენტული
თეატრი “SENSUS”, ფესტივალები „თანამედროვე მუსიკის ფესტივალი“ და “ქალი და მუსიკა”, ასევე თანამედროვე პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ცენტრი. განხორციელებული აქვს სხვადასხვა ინოვაციური პროექტები. მათ შორის, ექსპერიმენტული მულტიმედიური პროექტი
სიმფონია/გამოფენა “ხმა”, რომლის ფარგლებში შექმნა მუსიკალური ქანდაკება-ინსტრუმენტი; “Covid19” პანდემიის პერიოდში განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი “მუსიკის ინტერნეტ აკადემია”; 2019- 2022 წლებში იყო ფუნდამენტული კვლევის “მხატვრული კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება XXI
საუკუნის ფორტეპიანოსა და მისი სამომავლო პერსპექტივების კვლევის მაგალითზე” კოორდინატორი და პიანისტებთან ნინო და თამარ ჟვანიებთან ერთად ჩაატარა საქართველოში პირველ ოფიციალური მხატვრულ კვლევა “ფორტეპიანოს აპოკალიფსი”, რომლის ფარგლებში ოსტატ ალექსანდრე ზირაქაშვილის დახმარებით შექმნა მოდიფიცირებული ფორტეპიანო “ModEkAl”; თანაავტორია 2022 წელს გამოცემული წიგნის “მხატვრული კვლევა. ფილოსოფია და პრაქტიკა”. ამჟამად აწარმოებს
ფუნდამენტურ კვლევას “ეკომუსიკოლოგიის კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა ქართული მუსიკის ეკოსისტემის შესწავლისთვის.”

სასწავლო კურსები:

• მხატვრული კვლევის მეთოდოლოგია
• მულტიმედიური კომპოზიცია
• მუსიკა კინოში
• მუსიკა და ხმოვანება ფილმში, სპექტაკლსა და მულტიმედიაში
• სინათლის, ფერის და ბგერის ურთიერთობა
• მუსიკა და ხმოვანება კინოში
• სპეციალობის კლასი კომპოზიციაში
• კომპოზიციის თეორია
• ნოტაციის კომპიუტერული პროგრამა
• კომპოზიციის/კომპოზიცია და პედაგოგიური სემინარები
• გაორკესტრება
• საკრავთმცოდნეობა
• საორკესტრო სტილების ისტორია
• პარტიტურის კითხვა
• კინომუსიკა და კ/ფილმის მუს. გაფორმების ტექნოლოგია
• ტემბრები და საკრავების თეატრი
• სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება
• თანამედროვე საგუნდო მუსიკის რეპერტუარი და საშემსრულებლო ხერხები (საკვლევი თემის
შესაბამისად)
• კინოსა და თეატრის მუსიკა
• გაორკესტრების ხერხები თანამედროვე და უახლეს მუსიკაში
• XX საუკუნის საკომპოზიციო ტექნიკა
• კომპიუტერული მუსიკა
• XX საუკუნის რეპერტუარი და შემსრულებლობა
• აკადემიური და გამოყენებითი მუსიკა კინოში
• საკრავთმცოდნეობა, გაორკესტრება, პარტიტურის კითხვა (საკვლევი თემის შესაბამისად)
• სადისერტაციო ნაშრომი

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):


• Chabashvili E., Virsaladze M., “Innovative Contributions of Georgian Composer Nodar Mamisashvili
within the Realm of Ecomusicology” Pro-Georgia, Journal of Kartvelological studies, 2024, vol. 34,9–21,
Warsaw
• ჭაბაშვილი ე., “ხმოვანი ეკო-სისტემა საქართველოს ურბანულ და არაურბანულ გარემოში და
‘ხმოვანი ოაზისები’” VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება
თანამედროვეობის კონტექსტში“ კონფერენციის მასალები, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო
სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2023
• ჟვანია ნ., ჭაბაშვილი ე., ჟვანია თ., (2022), მხატვრული კვლევა. ფილოსოფია და პრაქტიკა/Artistic
Research. Philosophy and Practice. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი (მონოგრაფია.)
• Chabashvili E., Jvania N., Zhvania T, “Eco Piano ModEkAl”, “New Sound” International Journal of Music
59 (1), University of Arts, Department of Musicology - Faculty of Music, Belgrade I/2022, გვ.50-70

• “A Piece of Music as a Result of the Artistic Research”, The World conference on Research in Social
Sciences , Diamond Scientific Publication, Rome, Italy, 2020

პროექტები:
• 2023-25 -ფუნდამენტური კვლევა ”ეკომუსიკოლოგიის კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა
ქართული მუსიკის ეკოსისტემის შესწავლისთვის” (FR-22-8174 ) შოთა რუსთაველის
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პროექტის ხელმძღვანელი
• 2023 – ‘მხატვურლი კვლევა: ნოდარ მამისაშვილი- თანამედროვე ქართველი ლეონარდო და
ვინჩი” (ნ.მამისაშვილის წიგნის “მისტიკური ანატომია” გამოცემისთვის), საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, პროექტის ავტორი
• 2022 - “ექსპერიმენტული ინსტალაცია “ხმა” - II ეტაპი”, საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო, პროექტის ავტორი
• 2022 - პროექტი - “European Silk Road app”, Callias Foundation, ბერლინი
• 2019-2022 - ფუნდამენტური კვლევა „შემოქმედებითი (მხატვრული) კვლევის მეთოდოლოგიის
შემუშავება XXI საუკუნის ფორტეპიანოსა და მისი სამომავლო პერსპექტივა” (FR-18-4275), შოთა
რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პროექტის კოორდინატორი
მობილობა
• Culture moves Europe 2023 – International conference “Music and Climate Change: Artistic action in
times of crisis”, Folkwang University of the Arts at Essen, Germany (Campus Werden) from Friday,
15.09.2023 to Sunday 17.09.2023; presenter of the paper “Soundscape in Music and Music in Soundscape”
• Erasmus+” program 2023 - teaching mobility: მასტერკლასი გლასგოს სამეფო კონსერვატორია,
დიდი ბრიტანეთი
• Erasmus+” program 2023 - staff mobility: მხატვრული კვლევა - ვიზიტი სადისერტაციო ნაშრომის
დაცვაზე, სტოკჰოლმის ხელოვნების უნივერსიტეტი, შვედეთი
• Erasmus+” program 2022 - teaching mobility: მასტერკლასი, საჯარო ლექცია “მუსიკა და
თავისუფლება”, კონცერტი, პარმის კონსერვატორიაში,იტალია

კვლევითი ინტერესები:

მხატვრული კვლევა,
ეკომუსიკოლოგია და ეკო მუსიკა,
აუდიო-ვიზუალური ხელოვნება
საკომპოზიციო ტექნიკები
ტემბრი და ინსტრუმენტარია
მუსიკასთან დაკავშირებული ინტერდისციპლინური კვლევები