მაგისტრის ხარისხი მიიღო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის
(GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში (CSJMM).
2004-2009 წლებში მუშაობდა საინფორმაციო პროგრამა „კურიერში“. 2009-2012
წლებში იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი. 2013
წლიდან 2020 წლამდე იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დოკუმენტური
ფილმების განყოფილების აღმასრულებელი პროდიუსერი და ჟურნალისტი. 2015
წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა პროექტებზე OCCRP-თან (ორგანიზებული
დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტი, ვებ-გვერდი: occrp.org).
2015 წლიდან არის მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრის
(kavshirebi.ge) მკვლევარი/ანალითიკოსი. 2020 წლიდან მუშაობს საგამოძიებო
გადაცემა „შაბათის ფორმულაში“ ჟურნალისტად.
ტრენინგები
16/09/2019 – 27/09/2019 სემინარი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების
ჟურნალისტებისთვის
მედია სისტემები, მედია ეკონომიკა და მედიის განვითარება
ევროპაში ლაიფციგი
14/11/2016 – 27/11/2016 საერთაშორისო საშემოდგომო აკადემია
გარემოს დაცვის და კლიმატის თემების კრიტიკული გაშუქება
ბერლინი, ლაიფციგი
03/05/2014 – 10/05/2014 სასწავლო ტური ისტორიული მეხსიერების შესახებ
რობერტ ბოშის ფონდი
ბერლინი, დრესდენი, ბუხენვალდი
14/07/2007 – 28/08/2007 „დოიჩე ველე“ აკადემი, ბერლინი, გერმანია
ტელევიზიის მენეჯმენტის კურსი
ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული