მიხეილ დარჩიაშვილი
სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი / პროფესორი
ელფოსტა: m.darchiashvili@gipa.ge
მიხეილ დარჩიაშვილი არის საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო განვითარების სფეროს პროფესიონალი, რომელსაც 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს დიპლომატიურ და სახელმწიფო სამსახურში, საერთაშორისო განვითარების პროგრამებსა და აკადემიურ საქმიანობაში.
მისი დიპლომატიური კარიერა 2001 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტში. 2004-2008 წლებში იგი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ნატოსთან საქართველოს მისიაში მსახურობდა. 2008-2013 წლებში მიხეილ დარჩიაშვილი ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში მსახურობდა, თავდაპირველად უფროსი მრჩევლის, შემდგომ კი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე.
2013-2014 წლებში იგი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სადაც პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო ურთიერთობებსა და თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაზე. მისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარნიორობის გაღრმავება წარმოადგენდა.
2015-2025 წლებში მიხეილ დარჩიაშვილი მუშაობდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ემსახურებოდა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. იგი ასევე მუშაობდა უფროს ექსპერტად ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში.
მიხეილ დარჩიაშვილი არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს იგი ასევე იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობის წევრი და გამგეობის თავმჯდომარე.
2015 წლიდან მიხეილ დარჩიაშვილი აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას. იგი არის GIPA-ს პროფესორი, სადაც მისი აკადემიური და პროფესიული ინტერესები მოიცავს ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. იგი ასევე არის ჰიბრიდული საფრთხეებისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს მმართველობის საკითხებზე შექმნილი სტუდენტური სახელმძღვანელოების თანაავტორი.
მიხეილ დარჩიაშვილს მიღებული აქვს სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). იგი ასევე არის სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) კურსდამთავრებული.
