იურისტი, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი

ანა ლომთაძე

იურისტი, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი

ელფოსტა: a.lomtadze@gipa.ge

ანა ლომთაძე ფლობს GIPA-ს სამართლის ბაკალავრის ხარისხს. იგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. მისი პრაქტიკული გამოცდილება უკავშირდება არასამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორს. იგი იკავებდა სტაჟიორის პოზიციას სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამაში, სადაც მონაწილეობდა იდენტიფიცირებულ უფლებადარღვევის შემთხვევებზე ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით სამართლებრივი ანალიზის მომზადებისა და პროკურატურის, სამართალდამცავი უწყებების და საერთო სასამართლოების წინაშე წარსადგენი საქმის მომზადების პროცესში. ასევე, იგი იკავებდა GIPA-ს საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორის პოზიციას. რაც შეეხება აკადემიურ საქმიანობას, იგი იკავებს ლექტორის ასისტენტის პოზიციას სამართლის და პოლიტიკის სკოლაში (GIPA).

 

პროექტები:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთობლივი კურსი

 

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - სისხლის სამართლის პროცესების მონიტორი

 

  • “გამოხატვის თავისუფლება - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა“ - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა

 

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლა

 

  • II ეროვნული შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში - ფინალისტი , შეჯიბრის საუკეთესო ორატორი

 

  • საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებული ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი

 

  • საქართველოს პროკურატურისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA GEORGIA) საერთო კონფერენცია ბავშვთა უფლებების შესახებ

 

  • ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA GEORGIA) მიერ ორგანიზებულ პროექტი - სამართლის სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ