სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი

თეონა სუხიაშვილი

სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი

ელფოსტა: t.sukhiashvili@gipa.ge

2022 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრის სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი.

არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბისტიკის მიმართულების დოქტორანტი. ამავე უნივერსიტეტის არაბისტიკის მიმართულების მაგისტრი. აქვს 8 წლიანი გამოცდილება არაბული ენის სწავლების მიმართულებით. 4 წელი იყო აა(ი)პ ,,ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის“ ტრენერი არაბ ლტოლვილებთან.

აქვს 2 წლიანი გამოცდილება კორექტორის პოზიციაზე გამომცემლობა ,,ლითერასში“, 3 წლიანი რედაქტორის ასისტენტის პოზიციაზე ონლაინ გაზეთში ,,ქართული კულტურა“.

მუშაობდა მენეჯერულ პოზიციებზე ენების ცენტრში და სარეკლამო კომპანია ,,Digital Kitchen studio”-ში.

გავლილი აქვს ბიზნესის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში; პროექტების მართვის ტრენინგი შავი ზღვის უნივერსიტეტში; გაცვლითი პროგრამის Interdiac-ის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ტრენინგი მოლდოვაში; საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრენინგი კავკასიის აკადემიურ ცენტრში.

სასწავლო კურსები: 

  • თეოლოგია
  • არაბული ენა

 

კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):

  • მოსე ყურანში - ჟურნალი „Religious & Theological Information“ WRTI (2021) https://doi.org/10.1080/10477845.2020.1832361
  • თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ჟურნალი ,,აღმოსავლეთი“, (2019), ,,დასჯის ამბები ყურანში“;
  • ,,Iastem” ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონფერენცია - ,,მოსე ყურანში“, ბარსელონა, ესპანეთი, 2020
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტი - ,,ნარატივი ყურანში“ (2020)

 

კვლევითი ინტერესები: 

კულტურათაშორისი განსხვავებები; ყურანის ტექსტი; ახლო აღმოსავლეთის რელიგია, კულტურა;