თედო სანიკიძეს აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის, პროექტების მართვის, კოორდინაციის, კვლევისა და ლექციების კითხვის 7+ წლიანი გამოცდილება. არის GIPA-ს აკადემიური საბჭოს წევრი და აკადემიური ასისტენტი საჯარო მმართველობის მიმართულებით.
ფლობს ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტში (MIM). აგრეთვე მინიჭებული აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრისა (MPA) და საქართველოს უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხები საჯარო მმართველობაში. სწავლობდა რიგის სამართლის უმაღლესი სკოლაში (ლატვია) Advanced Programme in EU Law and Economics პროგრამაზე.
არის არაერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე და მოპოვებული აქვს სასწავლო სტიპენდიები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. მათ შორის, შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია გლობალური პროფესიონალებისთვის (SISGP).
სასწავლო კურსები:
- მენეჯმენტის საფუძვლები;
- საჯარო მმართველობის პრინციპები და საქართველოს საჯარო მმართველობის სისტემა;
- მეწარმეობა.
კვლევები:
- სანიკიძე, თ. სტაკ, ა., (2023), ხელოვნური ინტელექტის დანერგვა შვედურ ბანკებში: დასაბუთება, გამოწვევები და ნასწავლი გაკვეთილები, სამაგისტრო ნაშრომი, ლუნდის უნივერსიტეტი;
- მაჭარაშვილი, ნ., სანიკიძე, თ., ბერიძე, ე., ბეგოიძე, მ., ჩალაური, ნ., (2020), პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და უმაღლესი საჯარო მოხელის ინსტიტუტი, თბილისი: ჯიპა, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში;
- დოლიძე, ნ., სანიკიძე, თ., ბერიძე, ე., ყურაშვილი, ლ., (2017), საქართველოს საჯარო სექტორში მოხელეთა ტრენინგი და პროფესიული განვითარება, ჯიპა, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში.
პროექტები:
- 2024-2025 - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, პროექტი - “30+ Years of Western Partnership: Enhancing Youth Engagement and Civic Awareness of the Benefits of Georgia’s Western Orientation”- პროექტის ხელმძღვანელი;
- 2020-2021: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) პროექტი - „მედეგობა COVID 19-ის დროს; იძულებით გადაადგილებულ პირთა შედარება ადგილობრივ მოსახლეობასთან“ - პროექტის ფინანსური მენეჯერი.
კვლევითი ინტერესები:
ცვლილებების მართვა ორგანიზაციაში; ორგანიზაციული განვითარება; მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება და პოლიტიკის წარმოება; გუნდის ფორმირება და მართვა; საჯარო ადმინისტრირების რეფორმა.