საქმისწარმოების მენეჯერი / ბიბლიოთეკარი

ლიკა კაკაბაძე

საქმისწარმოების მენეჯერი / ბიბლიოთეკარი

ელფოსტა: l.kakabadze@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

 

1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მმართველობის კოლეჯ TACIS-ის კომპიუტერის კურსები;

1991-1992 წლებში გაიარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის კურსები;

1976-1983 წლებში სწავლობდა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი, ინგლისური ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე, მიიღო მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი.

1977 – 1995 მუშაობდა საქართველოს ფიზიკური კულტურის და სპორტის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგის მოადგილედ;

1996 - დღემდე  მუშაობდა ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ბიბლიოთეკარის, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორის, რექტორის თანაშემწის პოზიციებზე, ამჟამად საქმისწარმოების მენეჯერია.

 

პროექტები:

"ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენა". პროექტის კოორდინატორი. დამფინანსებელი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

"პოზიტიურ ქმედებათა აუცილებლობა საქართველოში", მკვლევარი. კვლევითი ნაშრომი ეხებოდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებას საქართველოს საზოგადოებაში.

„განათლების ხელშეწყობა სოფლის ობოლთა დასაქმებაში“. პროექტის კოორდინატორი. დამფინანსებელი - UNICEF.

"თანამედროვე პოლიტიკა საქართველოში, ზურაბ ჟვანიას არქივი" პროექტის კოორდინატორი. დამფინანსებელი - ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს".