რექტორი / პროფესორი

მაკა იოსელიანი

რექტორი / პროფესორი

ელფოსტა: m.ioseliani@gipa.ge

აქვს GIPA-ში აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, 8 წელი რექტორის, ხოლო 10 წელი მმართველობის სკოლის დეკანის პოზიციაზე. მას აქვს კომუნიკაციის, ლიდერობისა და საჯარო გამოსვლების სფეროში ლექტორობის 12 წლიანი ექსპერტიზა. GIPA-ში მოღვაწეობის დაწყებამდე, მუშაობდა დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. იგი არის რამდენიმე გამოცემის მთავარი რედაქტორი საჯარო ადმინისტრირების დარგში, ეთიკის, მონიტორინგისა და სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით. გაწევრიანებულია რამდენიმე საერთაშორისო გაერთიანებაში; არის „საქართველოს განათლებისა და ტრენინგების ფონდის“ (GFET) აღმასრულებელი ხელმძღვანელი; ამასთან, 2 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა CELA-ს ოფიციალური წარმომადგენლობას.

ამჟამად, მუშაობს სადოქტორო კვლევაზე უმაღლესი განათლების მიმართულებით; აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი რუსულ ენასა და ლიტერატურაში. 

მაკა იოსელიანს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პროგრამებსა და კონფერენციებში: ლიდერობის უნარების პროფესიული პროგრამა (მაასტრიხტის უნივერსიტეტი, ჰოლანდია), პერსონალის მობილობის პროგრამა (ეკონომიკის უნივერსიტეტი, ბრატისლავა, 2016), აკადემიური მეწარმეობის კონგრესი (ფატის უნივერსიტეტი, თურქეთი, 2014 წელი), უმაღლესი განათლების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა (მაასტრიხტის უნივერსიტეტი, ჰოლანდია, 2010), საჯარო მმართველობის განათლების რეგიონული კონფერენცია (CIDA, თბილისი, 2010, მონაწილე), საჯარო პოლიტიკის სიმპოზიუმი (ტროის უნივერსიტეტი, ფლორიდა, 2009), ლიდერობა და საჯარო გამოსვლების პროგრამა (ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის აკადემია, 2003), მმართველობის ფორუმის ჩამოყალიბება ევროპაში (NISPAcee, ვენა, ავსტრია, მონაწილე) და ფინანსური დეცენტრალიზაცია და მენეჯმენტი რეგიონურ დონეზე (მსოფლიო ბანკის ინსტიტუტი, თბილისი, 2003 წ, მონაწილე).

პუბლიკაციები:

  1. Frederickson H.G., Ghere R.K. Ethics in Public Management – translated info Georgian, 2006 year, Chief-Editor
  2. ინგლისურ-ქართული საჯარო პოლიტიკის და ეკონომიკის ტერმინების ლექსიკონი - თბილისი, 2006 წელი, რედაქტორი
  3. ადგილობრივი თვითმმართველობის სტრატეგიული დაგეგმარება– თბილისი, 2005 წ, რედაქტორი
  4. Amons D. Accountability for Performance: Measurement and Monitoring in Local Government – translated into Georgian, Tbilisi, 2003 year, Chief-Editor