ჩვენ შესახებ

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) 1994 წელს დაარსდა. უნივერსიტეტის ოთხი სკოლა გთავაზობთ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამებს, ასევე ტრენინგ კურსებს საზოგადოებრივი საქმეების, ადგილობრივი მმართველობის, ჟურნალისტიკის და სამართლის განხრით, ისევე როგორც სადოქტორო პროგრამას სოციალურ მეცნიერებებში.

სწავლის კურიკულუმი, რომელიც ეფუძნება ლიბერალური დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების და ინოვაციის ღირებულებებს მისდევს კვლევისა და ინტერაქტიული სწავლების პრინციპებს და სტუდენტებს აწვდის თეორიულ ცოდნას, ისევე როგორც პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სხვადასხვა სფეროში.