• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • დოქტორანტურა

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე:


    დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საბუთები:

    • შევსებული სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ აქ
    • პროფესიული ბიოგრაფია (CV)
    • სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 500 სიტყვა)
    • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (სავალდებულოა სამაგისტრო დიპლომი გაცემული იყოს სოციალური მეცნიერებების დარგში)
    • ნიშნების ფურცელი
    • პირადობის მოწმობის ასლი
    • ერთი ფოტოსურათი 3X4 - ზე
    • სადოქტორო კვლევის თემის მოკლე აღწერა. (საკვლევი თემის მნიშვნელობა, სამეცნიერო სიახლე, კვლევაში გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა, მინიმუმ 1000 სიტყვა). იხილეთ ფორმა
    • ბი 2 დონის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. (თუ ასეთი არ არსებობს ჩააბარებს შიდა გამოცდას ინგლისურ ენაში)

    შიდა მისაღები პროცედურები:

    • გამოცდა ინგლისურ ენაში
    • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან

    შერჩევის კრიტერიუმები :

    სადოქტორო კვლევის თემის სამეცნიერო სიახლე/აქტუალობა- პროფესიული ბიოგრაფია- გამოქვეყნებული პუბლიკაციები/შესრულებული კვლევები- მოტივაცია.

    პროგრამის წლიური ღირებულება შეადგენს 2500 ლარს.


    საბუთების მიღება მიმდინარეობს 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, იეთიმ გურჯის ქ #7, კვლევის დეპარტამენტი, სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა.

    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქ-ნ მარიამ დოთიაშვილს m.dotiashvili@gipa.ge 598 735474

    შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაგისტრატურა დამთავრებული გაქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად, უნდა წარმოადგინოთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

    დოკუმენტები

    კვლევითი დეპატამენტის დებულება

    პროგრამის სასწავლო და კვლევის პროცესის შეფასების სისტემა

    პროსპექტუსის შესრულების ზოგადი ინსტრუქციები და შეფასების კრიტერიუმები

    სადოქტორო ნაშრომის შესრულების ინსტრუქციები

    სასწავლო კალენდარი 2016-2017

    პროგრამის აღწერილობა და სტანდარტები