• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • სტუდენტური მედიის ცენტრი

    „GIPA-ს სტუდენტური მედია არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ა და მედია მენეჯმენტის კავაკასიურისკოლის ფარგლებში მოქმედი მედია, რომელიც აერთიანებს ვებ-პორტალს www.newscafe.ge  და რადიო GIPA-ს 94,3 FM.

    GIPA-ს სტუდენტური მედია 2006 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია გახდეს პრაქტიკული პლათფორმა სკოლის სხვადასხვა კურსის მიერ მომზადებული  ჟურნალისტური მასალების გამოქვეყნება-გავრცელებისთვის.

    ასევე, ის წარმოადგენს კოლაბორაციულ სივრცეს მედია ინჟინერიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. სადაც ისინი ერთობლივად ქმნიან ექსპერიმენტულ მულტიმედია პროექტებს.

    GIPA-ს სტუდენტური მედია საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ სტუდენტს გამოიყენოს პლათფორმა თავისი მედია პროდუქტის შესაქმნელად და გასავრცელებლად.

    იმისთვის რომ მოვამზადოთ მედია პროფესიონალები, ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით,აუცილებელია,  სტუდენტების სწავლის პერიოდშივე  ჩართვა ვებ და მულტიმედია წარმოებაში. სადაც მათ უწევთ გამოიყენონ ყველა ის უნარი, რომელსაც სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში ითვისებენ.

    ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტიკის სკოლის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულების შემდეგ ჰქონდეთ საკუთარი ონლაინ პორტფოლიო გვერდი, რითაც ისინი წარსდგებიან მომავალი დამსაქმებლის წინაშე.

    • მულტიმედია პროექტების იდეების გენერირება
    • კვლევა
    • მასალების შეგროვება
    • მულტიდისციპლინარული გუნდის ჩამოყალიბება
    • დიზაინის კონცეფცია
    • ვებ-დეველოპმენტი
    • პროექტის პრეზენტაცია, დისკუსია
    • სოცმედია აქტოვობის გეგმის შემუშავება
    • შეხვედრების, პრეზენტაციისა და დისკუსიების ორგანიზება, თემის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით.

    2013 წლიდან დაარდა ყოველწლიური  დოკუმენტური ფილმების სტუდენტური ფესტივალი -GIPA Doc U. ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობენ ჟურნალისტიკის სკოლის  დოკუმენტური ფილმების კურსის ფარგლებში მომზადებული  ფილმებ, ასევე,  მულტიმედია წარმოების კურსის ფარგლებში მომზადებული მულტიმედია პროექტები.

    ფესტივალს ასევე აქვს იდეის  წარდგენის( ფიჩინგის) 2 სესია - სადაც გამარჯვებული მულტიმედია და დოკუმენტური ფილმის პროექტები იღებენ დაფინანსებას იდეის განხორციელებისთვის.

    მედია პროეფესიონალებისაგან შემდგარი ჟიური ყოველწლიურად 4 პრიზს გასცემს ესენია:

    • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
    • საუკეთესო მულტიმედია ისტორია
    • საუკეთესო დოკუმენტური ფილმის პროექტი
    • საუკეთესო მულტიმედია ისტორიის პროექტი

    სტუდენტურ ფესტივალზე ასევე საკუთარი ნამუშევრებით წარმოდგენილია GIPA MEDIA LAB პროექტის მონაწილეები  მარნეულიდან და ჯავახეთიდან.