• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • პოლიტიკის კვლევის ცენტრი

    პოლიტიკის კვლევის ცენტრი (PRC) არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) შემადგენელი ინსტიტუცია, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო პოლიტიკურ კვლევებს. PRC-ს  გააჩნია სამეცნიერო კვლევებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური მეცნიერებების და პოლიტიკური ეკონომიკის დარგში უნიკალურ ბიბლიოთეკას. ასევე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში ისეთ წამყვან ელექტრონულ ბაზებზე წვდომას როგორიც არის: Jstor, EBSCO, Cambridge Journals, EDuke Journals, Royal Society Publishing, და სხვა.

    პოლიტიკის კვლევების ცენტრის ფარგლებში განხორციელდა 2009 წელს რუსულ-ქართული კონფლიქტის ანალიზი რის შედეგადაც გამოიცა სამეცნიერო კრებული „რუსულ-ქართული კონფლიქტი: მიზეზები, შედეგები, პერსპექტივები“. პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ხდება 2015 წელს GIPA-სა და ტროის უნივერსიტეტის (აშშ) პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ონლაინ ჟურნალის “Journal of Politics and Democratization” ადმინისტრირება.

    ამერიკის საელჩოსთან და სორელის ბიზნეს კოლეჯის Idea Bank-თან თანამშრომლობის მეშვეობით PRC მუშაობს GIPA Incubator-ის შექმნაზე. რაც მიზნად ისახავს კვლევების ფოკუსირებას თემაზე „პოლიტიკური ანტერპრენერობა“; ქართულ რეალობაში ამ ტიპის  ანტერპრენერების აკადემიის წევრებსა და სტუდენტებს შორის ცოდნის გადაცემის არხების შექმნას; პოლიტიკის კვლევის ლაბორატორიის შექმნას.