ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრი (CLG)

ისტორია

ადგილობრივი თვითმმართველობების ცენტრი (CLG) დაფუძნდა 2002 წელს მმართველობის სკოლაში. ამავე წელს CLG- ფარგლებში ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო აკადემიური პროგრამა, რომელიც საქართველოში ამ სპეციალობით პირველ ქართულენოვან პროგრამას წარმოადგენს. დღეისათვის ცენტრი ახორციელებს როგორც აკადემიურ, ასევე მოკლევადიან ტრენინგ კურსებს, რომლებიც მოიცავს საჯარო მმართველობისა და თვითმმართველობის რეფორმის საკანონმდებლო საკითხებს, საჯარო პოლიტიკის ფორმირებას. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს  თვითმმართველობის მოხელეთა განათლებას, პროფესიული უნარების განვითარებას და გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურება საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროებში.

მისია 

CLG- მისიაა თვითმმართველობის სფეროში საჯარო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა, თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება საჯარო მოხელეთა, სამოქალაქო სექტორის და ადგილობრივი ლიდერების ცოდნის და უნარების განვითარების გზით.

სერვისები

CLG-ის სერვისებია: განათლება და უნარების განვითარება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის; ინსტიტუციური განვითარება ბენეფიციარებისთვის; საკონსულტაციო და ანალიტიკური მომსახურება, რეგიონული თანამშრომლობა, ტრენინგი და კვლევა.

 

მოღვაწეობის სფეროები და მიმართულებები 

CLG მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით: მუნიციპალიტეტებისთვის ინდივიდუალური ტრენინგ პროგრამების შემუშავება და ჩატარება; თვითმმართველობის საკითხებთან  დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება და კვლევების განხორციელება;  საჯარო დისკუსიების გამართვა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში დეცენტრალიზაციისა და დემოკრატიული პროცესების გამოწვევების გარშემო.

CLG პროექტებს ახორციელებს შემდეგ სფეროებში: რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, ორგანიზაციული მართვა, ფინანსები და ბიუჯეტირება, სტრატეგიული დაგეგმვა, ინფრასტრუქტურული განვითარება და ურბანული პოლიტიკა, ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივი ჩართულობა და საჯარო პოლიტიკა.

 

მოღვაწეობის მეთოდოლოგია

CLG ახორციელებს შემდეგ აქტივობებს: ადგილობრივი მოხელეების გადამზადების ტრენინგ კურსები, საკონსულტაციო მომსახურება და კვლევა, სტრატეგული დაგეგმვა და ორგანიზაციული განვითარება, ცნობიერების ამაღლება, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება, პროექტების მოზიდვა რეგიონებში მოსახლეობის დასაქმების მიზნით, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება, რეგიონული ქსელების განმტკიცება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

ბენეფიციარები

CLG-ის ბენეფიციარები არიან: ადგილობრივი თვითმმართველობა, ცენტრალური მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, თემი და ახალგაზრდული ჯგუფები.

 

საკომუნიკაციო რესურსი - რეგიონული ქსელები

CLG თანამშრომლობს რეგიონულ ორგანიზაციებთან  სხვადასხვა პროქტებით, რომელთა ბენეფიციარები არიან: 1) ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ცხოვრობენ; 2) საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა; 3) პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიცაა,  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), სომხეთის თემთა ასოციაცია (CAA), რეგიონული განვითარების ცენტრი (CRD) და სხვა;  4) საქართველოს რეგიონული, ასევე ამიერკავკასიის და უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის თელავის უნივერსიტეტი და სომხეთის მუნიციპალური ადმინისტრაციის აკადემია (AMAA).

 

ცენტრის ხელმძღვანელი 

ადგილობრივი თვითმმართველობების ცენტრის (CLG) ხელმძღვანელია ადგილობრივი საჯარო მმართველობის პროგრამის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი - ნინო ლოლაძე 

GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრი აქტიურად არის ჩართული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების პროცესში, ხელს უწყობს აკადემიური დაწესებულების როლის გაძლიერებას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული პრაქტიკის გაზიარებას GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის სტუდენტებისთვის. 

ცენტრის ხელმძღვანელი არის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფის წევრი და აქტიურად მონაწილეობს სამუშაო შეხვედრებსა და რეკომენდაციების მომზადების პროცესში. 

ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრი ჩართულია სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. ცენტრის სახელით ცენტრის ხელმძღვანელი,  GIPA-ს ლექტორები და მოწვეული ექსპერტები ატარებენ ტრენინგებს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის. 

  • ცენტრის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა NDI-ის თვითმმართველობის პროგრამასთან; ცენტრის სახელით ატარებდა ტრენინგებსა და სამუშაო შევედრებს თელავი, ზუგდიდის, გორის, მარნეულის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, წალენჯიხისა და ფოთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებისა და მერიის წარმომადგენლებისთვის;
  • NDI-ის თვითმმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობით მოამზადა საკრებულოს წევრის საბიუჯეტო გზამკვლევი და მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი; 
  • 2022 წელის სექტემბერში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის (CLG) სახელით HEKS-EPER-თან გაფორმდა ხელშეკრულება „გენდერული პასუხისმგებლობის მქონე მონაწილეობითი დაგეგმვა და ბიუჯეტირება“, რომლის ფარგლებში ტრენერებმა ჩაატარეს ტრენინგები შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორისთვის;

ცენტრის ხელმძღვანელი  GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის სახელით მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კონფერენციებში.

მოკლე და საშუალო-ვადიანი ტრენინგები

CLG- ჩატარებული აქვს შემდეგი ტრენინგ კურსები:

 ურბანული მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა, სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა;

  • ტრენინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღებაზე (ახალციხის, ახალქალაქის, თელავის, გორის და მარნეულის მუნიციპალიტეტებისთვის);
  • კურსი სტრატეგიულ დაგეგმვაში (გორის, მცხეთის, თბილისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებისთვის);
  • ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში და მონაწილეობით მიდგომაში პოლიტიკური პარტიებისთვის;
  • ტრენინგი ადამიანის უფლებებში, კონფლიქტების მოგვარებაში, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ლიდერობასა და ეფექტურ კომუნიკაციაში (იძულებით გადაადგიდებული ბავშვებისთვის და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის);
  • ტრენინგი სერვის პლუსში, მენეჯმენტსა და ბიუჯეტირაბაში (თბილისის მუნიციპალიტეტის მოხელეებისთვის).

 

  

სახელმძღვანელოების შექმნა

თანამედროვე უცხოურენოვანი სასწავლო მასალის თარგმნისა და ადაპტირების პარალელურად, CLG აქტიურადაა ჩართულიქართულენოვანი სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ქეისების დამუშავების პროცესში. CLG- ექსპერტების მიერ მომზადდა

  • ჯერალდ გორდონის სტრატეგიული დაგეგმვა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის
  • დეივიდ ამონსის ანგარიშგება წარმატებისთვისგაზომვა და მონიტორინგი ადგილობრივ თვითმმართველობაში;   
  • დავით მელუას, თენგიზ შერგელაშვილის, გივი ერქომაიშვილის, თამარ სულუხიას, ლადო ვარდოსანიძის და დავით ლოსაბერიძის ურბანული მენეჯმენტი.
  •  

კვლევა

CLG აწარმოებს კვლევით პროექტებს

  • მუნიციპალური მოხელეების საკვალიფიკაციო  საჭიროებების კვლევა, განხორციელდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით;
  • დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საჭიროებების კვლევა, განხორციელდა ურბან ინსტიტუტის მხარდაჭერით;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის თემატიკაზე მომუშავე სასწავლო დაწესებულებების შეფასება, განხორციელდა GIZ-ის მხარდაჭერით;
  • მუნიციპალიტეტთაშორისი და რეგიონთაშორისი კლასტერების განვითარების შესაძლებლობები საქართველოში, განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისთვის.

 

  

მუნიციპალიტეტების დახმარება

CLG შეიმუშავებს და განახორციელებს თვითმმართველობების დახმარების ისეთ პროექტებს, როგორებიცაა:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დახმარება ოპერირებასა და ეფექტიანობის ზრაში (ჯიპას ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად);
  • თელავის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა (ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით);
  • თელავის მუნიციპალიტეტის საქმიანობის მხარდაჭერა (თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით).



თვითმმართველობის ლაბორატორია

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის ფარგლებში ფუნქციონირებს თვითმმართველობის ლაბორატორია. თვითმმართველობის ლაბორატორიის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა თვითმმართველობის საკითხებში, გაეცნონ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების პრაქტიკული ქეისებს და გააანალიზონ პრაქტიკაში არსებული გამოწვევები; შეაფასონ მუნიციპალიტეტების საქმიანობა სხვადასხვა სერვისების მიწოდების გზით. 

 

ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტები კრიტიკულად აანალიზებენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში არსებულ პრობლემებს, აყალიბებენ ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს და სთავაზობენ მუნიციპალიტეტს მათი გადაწყვეტის გზებს. 

 

თვითმმართველობის ლაბორატორიის ფარგლებში კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტები ხვდებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს. შეხვედრის შემდეგ კი სწავლობენ განხილულ საკითხს სიღრმისეულად და მომზადონ წინადადებებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული სერვისის გაუმჯობესებისთვის. სტუდენტები სწავლის პროცესში მიღებულ თეორიულ ცოდნას იყენებენ პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. 

 

ლაბორატორიის ფარგლებში განხლული საკითხები და მოწვეული სტუმრები: 

 

  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურა - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მართვა:
  • გიორგი თოლორდავა, ფოთის მერიის ინფასტრუქტურის სამსახურის უფროსი;  
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურა - წყალმომარაგება, კანალიზაცია: 
  • მიხეილ თათარაძე -  ექსპერტი წყალმომარაგების სისტემების საკითხებში;  სანტექ.ჰოლდინგის გენერალური დირექტორი; 
  • ლედი ტურიაშვილი, გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი; 
  • ბექა ფეიქრიშვილი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 
  • მაგდა ხვთისავრიშვილი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი;
  • ადგილობრივი მნიშვნელობის ქონების მართვა: 
  • გიორგი ჩადუნელი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი;
  • თინათინ ხანჯალიაშვილი, თელავის საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე; 
  • მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები: 
  • ზვიად კობალაძე, დავების განხილვის საბჭოს წევრი; 
  • დავით მორალიშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი; 
  • გიორგი მათეშვილი, ბოლნისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი.  
  • სახელმწიფო აუდიტი და შიდა აუდიტის საქმიანობა მუნიციპალიტეტებში: 
  • გიორგი მამრიკიშვილი, სახელმწიფო აუდიტის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; 
  • მიხეილ ჩიქოვანი, სახელმწიფო აუდიტის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი;  
  • საჯარო სერვისების განვითარება:
  • ნიკა ბარამია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი ანალიტიკოსი; 
  • მუნიციპალიტეტის კულტურის სტრატეგიები: 
  • ლევან ხარატიშვილი, ექსპერტი კულტურის საკითხებში; 
  • ნინო გვასალია, ფოთის მერიის  მდგრადი განვითარების და ინოვაციების სამსახურის უფროსი; 
  • მარიკა ხასია, ზუგდიდის მერიის  საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი; 
  • ლაშა ჯიქია, ზუგდიდის მერიის  ძეგლათა დაცვის განყოფილების უფროსი.
  • ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების მართვა: 
  • ნინი სანადირაძე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების უფროსი;
  • ადგილობრივი თეატრების მართვა: 
  • მარიამ მინდიაშვილი, რუსთავის თეატრის გენერალური მეჯენერი;
  • ლაშა ჩხარტიშვილი - თეატრმცოდნე; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი
  • სკოლამდელი დაწესებულებების მართვა და გამოწვევები: 
  • ნინო ბურძენიძე, ექსპერტი სკოლამდელი განათლების საკითხებში და თბილისის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში;
  • ადგილობრივი პოლიტიკა გენდერული თანასწორობის საკითხებზე: 
  • თენგიზ მთვარელიშვილი, თელავის საკრებულოს თავმჯდომარე; 
  • ნინო ლიპარტელიანი, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე; 
  • ნინო სუხიაშვილი, ხაშურის მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირი; 
  • ნელი აბეჩხრიშვილი, თელავის მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირი და „ქალთა ოთახის“ მენეჯერი; 
  • ელენე რუსეცკაია - ექსპერტი გენდერული თანასწორობის საკითხებში; ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი;
  • ადამიანური რესურსების მართვა: 
  • ირმა მიქაძე - ექსპერტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში;  HR კონსალტინგი; 
  • კოკა ფილიშვილი - ყვარლის მუნიციპალიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების  განყოფილების უფროსი;

  • მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსების მართვა:
  • ლევან მიქავა, თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე, 
  • შოთა მურღულია, ექსპერტი ადგილობრივი ფინანსების საკითხებში, ქუთაისის ყოფილი მერი; 

  • რეგიონული პოლიტიკა: 
  • დავით ფარცვანია - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე;
  • მუნიციპალიტეტის პოლიტიკია გარემოს დაცვის საკითხებზე: 
  • ნინო თევზაძე - ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის წარმომადგენელი; 
  • კახა სუხიტაშვილი - ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, CENN-ის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში; სოფო დემურიძე - რუსთავის მერია ადმინისტრაციული სამსახური;
  • ადგილობრივი კულტურის ობიექტების მართვა: 
  • ციკო შალოშვილი - თბილისის მერიის კულტურის ობიექტების მართვისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსი; 
  • სოციალური პოლიტიკა მუნიციპალიტეტში;
  • ზურაბ ტატანაშვილი, ექსპერტი სოციალური პოლიტიკის საკითხებში;
  • ნინო სხულუხია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი;
  • დეცენტრალიზაციის სტრატეგია:
  • მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; 
  • OGP და მუნიციპალიტეტები: 
  • ლაშა გოგიძე - ექსპერტი OGP-ს საკითხებში; NDI-ის თვითმმართველობის პროგრამის მენეჯერი;
  • ბიუჯეტის თანამონაწილეობითი დაგეგმვა მუნიციპალიტეტებში:
  • კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის მერის მოადგილე;
  • გურამ მიქელაძე, ახალციხის მერის მოადგილე;
  • პავლე ჭყონია, ოზურგეთის საფინანსო განყოფილების უფროსი;
  • ჯემალ ტაკიძე, ქედის საფინანსო სამსახურის უფროსი
  • მუნიციპალიტეტების საინვესტიციო პოლიტიკა
  • მიხეილ სხიერელი, PMCG-ის ექსპერტი; 
  • საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციები: 
  • თინათინ ხანჯალიაშვილი, თელავის საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე;
  • მედეა ჩაფურიშვილი, იურისტი, თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი; 
  • მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) პროექტები საქართველოს მუნიციპალიტეტებში: 
  • თამარ ქარდავა, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი 

 

დარგის ექსპერტებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხების განხილვის შემდეგ სტუდენტები მუშაობენ კონკრეტულ თემებზე და ამზადებენ პრეზენტაციებს. 

სტუდენტების მიერ მომზადებული პროექტები: 

  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახსა და სოფელ ბაკურციხეში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა; 
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის განვითარების გეგმა;
  • სპორტული კომპლექსის მშენებლობის გეგმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში;
  • თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მუნიციპალიტეტის ბრენდირება;
  • ქალაქ რუსთავში საცხენოსნო კლუბის მოწყობა;
  • მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა (საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა);
  • ადგილობრივი თეატრების მართვა (სიღნაღის თეატრის ცნობადობის გაზრდის პროექტი); 
  • თბილისის არქეოლოგიის მუზეუმის გადმოცემის, ტოტალიტარიზმის მუზეუმისა და თანამედროვე სახელოვნებო სივრცის შექმნის პროექტი;
  • ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში; 
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა ქალაქ ბორჯომში; 
  • გასართობ-რეკრეაციული სივრცის მოწყობა ქალაქ ონში;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლში პროექტის განხორციელება „სრულფასოვანი სიბერე“; 
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამების შეფასება

CLG- პარტნიორები და დონორები

ევროპის საბჭო, ღია საზოგადოება საქართველო, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, GIZ, Urban Institute, USAID/Mercy Corps, World Bank Institute, USAID.

GIZ-ის პროექტ „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“  ფარგლებში ჯიპას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის 2023 წლის 6-8 დეკემბერს ჩატარდა გასვლითი შეხვედრა სასტუმრო „ლოპოტას ტბაზე“, სადაც სტუდენტებს GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ქეთევან ვარდიაშვილმა და პროგრამის უფროსმა მრჩეველმა რუსუდან აბულაშვილმა გააცნეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები. სტუდენტების დაინტერესების შემთხვევაში გამოთქვეს მზაობა სხვადასხვა პროექტებში მათი ჩართულობის ხელშეწყობისთვის. 

შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ  GIZ-ის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში განხორციელებული გენდერული და მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკას; გაეცნენ საჯარო ფინანსების რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს.



USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ჯიპას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი კურსის სტუდენტებმა 2023 წლის აპრილში მონაწილეობა მიიღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წლის წლიური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვაში. შეხვედრის შემდეგ შესაძლებლობა ჰქონდათ მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურების საქმიანობას გასნობოდნენ. 

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ჯიპას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა 2023 წლის ნოემბრის თვეში დაესწრნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ჩატარებულ დასახლების საერთო კრებას და ჩაერთნენ კრების ფარგლებში შექნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. 

სერვისები

CLG-ის სერვისებია: განათლება და უნარების განვითარება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის; ინსტიტუციური განვითარება ბენეფიციარებისთვის; საკონსულტაციო და ანალიტიკური მომსახურება, რეგიონული თანამშრომლობა, ტრენინგი და კვლევა.

 

მოღვაწეობის სფეროები და მიმართულებები 

CLG მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით: მუნიციპალიტეტებისთვის ინდივიდუალური ტრენინგ პროგრამების შემუშავება და ჩატარება; თვითმმართველობის საკითხებთან  დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება და კვლევების განხორციელება;  საჯარო დისკუსიების გამართვა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში დეცენტრალიზაციისა და დემოკრატიული პროცესების გამოწვევების გარშემო.

CLG პროექტებს ახორციელებს შემდეგ სფეროებში: რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, ორგანიზაციული მართვა, ფინანსები და ბიუჯეტირება, სტრატეგიული დაგეგმვა, ინფრასტრუქტურული განვითარება და ურბანული პოლიტიკა, ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივი ჩართულობა და საჯარო პოლიტიკა.

 

მოღვაწეობის მეთოდოლოგია

CLG ახორციელებს შემდეგ აქტივობებს: ადგილობრივი მოხელეების გადამზადების ტრენინგ კურსები, საკონსულტაციო მომსახურება და კვლევა, სტრატეგული დაგეგმვა და ორგანიზაციული განვითარება, ცნობიერების ამაღლება, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება, პროექტების მოზიდვა რეგიონებში მოსახლეობის დასაქმების მიზნით, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება, რეგიონული ქსელების განმტკიცება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

ბენეფიციარები

CLG-ის ბენეფიციარები არიან: ადგილობრივი თვითმმართველობა, ცენტრალური მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, თემი და ახალგაზრდული ჯგუფები.

 

საკომუნიკაციო რესურსი - რეგიონული ქსელები

CLG თანამშრომლობს რეგიონულ ორგანიზაციებთან  სხვადასხვა პროქტებით, რომელთა ბენეფიციარები არიან: 1) ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ცხოვრობენ; 2) საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა; 3) პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიცაა,  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), სომხეთის თემთა ასოციაცია (CAA), რეგიონული განვითარების ცენტრი (CRD) და სხვა;  4) საქართველოს რეგიონული, ასევე ამიერკავკასიის და უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის თელავის უნივერსიტეტი და სომხეთის მუნიციპალური ადმინისტრაციის აკადემია (AMAA).

 

CLG-ს პარტნიორები და დონორები

ევროპის საბჭო, ღია საზოგადოება საქართველო, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, GIZ, Urban Institute, USAID/Mercy Corps, World Bank Institute.