ციფრული მარკეტინგი

GIPA- ციფრული მარკეტინგის პროგრამა შექმნილია მოქმედი ან დამწყები მარკეტერების, ფრილანსერებისათვის, რეკრუტერებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელებისათვის, რომლებსაც სურთ დაეუფლონ ციფრული მარკეტინგის სტრატეგირებისა და ციფრული სარეკლამო ხელსაწყოების სწორად გამოყენებას, აიმაღლონ ცოდნა არსებული ტრენდების შესახებ და მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატი. კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული სწავლების მეთოდზე და სრულად ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. 

მონაწილეები აითვისებენ იმ ცოდნას, რაც აუცილებელია ეფექტური რეკლამის დასაგეგმად, გასაშვებად, კამპანიების მონიტორინგის, ანალიტიკის, ოპტიმიზაციისა და რეპორტინგისთვის.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ეცოდინება ძირითადი პლატფორმებთან მუშაობის სპეციფიკა, თითოეულის ედვერთაიზინგის ალგორითმები და შეძლებს სრულიად დამოუკიდებლად ააწყოს ნებისმიერი სირთულის სარეკლამო კამპანია სწორად განსაზღვრულ მედია არხებში, მართოს და მუდმივ რეჟიმში აუმჯობესოს ორგანიზაციის დიჯითალ არხების შესრულების ძირითადი ინდიკატორები. 

კურსის ბოლოს მათ გადაეცემათ დიჯითალ არხების მედია სახელმძღვანელო, რომელიც მომავალში დაეხმარებათ დამოუკიდებლად განვითარდნენ და მოიძიონ შესაბამისი სიახლეები და კამპანიების რეპორტინგის გაიდლაინი, კომპანიის შიგნით თუ გარე კლიენტისათვის წარსადგენად. 

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ მეტას ოფიციალური გამოცდა და გახდნენ მეტას სერტიფიცირებული მენეჯერები (associate).

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან 

  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის დაგეგმვას
  • ბრიფის წაკითხვასა და შესაბამისი კამპანიის დაგეგმვას
  • აუდიტორიისა და სარეკლამო არხების ზუსტად განსაზღვრას
  • მაკრო და მიკრო სეგმენტირებას
  • კლიენტსა და დამკვეთთან საუბარსა და არგუმენტირებას
  • დიჯითალ მარკეტინგთან დაკავშირებულ საერთაშორისო ტერმინოლოგიას
  • დიჯითალ მედიის “do’s and dont’s”: რა მუშაობს და რა არ მუშაობს დიჯითალში
  • ვებ-გვერდის სტრუქტურის სწორად ორგანიზების ტექნიკებს
  • ტექნიკური SEO-ს ოპტიმიზაციას
  • ვებ პროგრამირების Html, javascript და JSON კოდის კითხვას და ანალიზს (Javascript რენდერის ნაწილში)
  • სარეკლამო კამპანიების ტესტირებასა და ანალიზს
  • ციფრული კამპანიების ბიუჯეტირებასა და კლიენტთან ანგარიშგებას
  • Google Looker Studio ანალიტიკა და სოც.ქსელებთან ინტეგრაციის საშუალება

 პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:

  • კამპანიის სტრუქტურის აწყობას Meta Ads Manager-ში და Google Ads-ში (facebook, instagram, whatsapp, threads, linkedIn, youtube, tiktok, reddit, medium, X)
  • შედეგზე ორიენტირებული ისეთი სეგმენტირებული კამპანიების დაგეგმვას, რომელიც ბიზნეს მოთხოვნებს უპასუხებს
  • სარეკლამო კამპანიების სწორ ბიუჯეტირებას
  • ვებსაიტის ოპტიმიზირებას ბიზნესის KPI-ის შესაბამისად
  • კლიენტისთვის ანალიტიკური რეპორტების წარდგენას (წერილობითი და ზეპირი უკუკავშირი)
  • სამომავლო გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას

პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრეულებს საშუალება ექნება მომდევნო პროგრამაზე მათთვის სასურველ ტრენინგს დაესწრონ უფასოდ და მიიღონ კურსის ვიდეო ჩანაწერები საჩუქრად.

 META- სერტიფიკატი Certified Digital Marketing Associate

 პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები გაივლიან მოკლე მოსამზადებელ კურსს მეტას სერტიფიცირებისათვის, სადაც გატესტავენ და შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს. META-ს სერტიფიკატი ადასტურებს მონაწილის ცოდნას Facebook, Instagram, whatsapp-ის სარეკლამო ალგორითმების და აუქციონების პრინციპებში.

ჯიპას უნივერსიტეტი მონაწილეებს სთავაზობს მეტას გამოცდის ჩაბარებას ადგილზე, ჯიპას ოფისში, შესაბამისი გაიდლაინების დაცვით. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა META-ს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მონაწილის სტატუსს - სერტიფიციტებული დიჯითალ მარკეტერის სპეციალისტი (associate), რომელიც აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, ფრილანსერებისათვის upwork-ზე რეგისტრაციისათვის და მნიშვნელოვნად ამარტივებს ლინქდინზე კურსდამთავრებულის პროფილის მოძიებას.

ჯიპას უნივერსიტეტში გაცემული მეტას სერტიფიკატის ვადა, სტანდარტული 1 წლიანისგან განსხვავებით, 2-ჯერ უფრო ხანგრძლივია და მოიცავს 2,5 წლიან პერიოდს. სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ, დამატებითი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, მონაწილეს უხანგრძლივდება სერტიფიკატის ვადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯიპას აღნიშნული პროგრამის საგამოცდო პროცესი, სტანდარტულთან შედარებით, გამარტივებულია. 

პროგრამის შინაარსი 

მოდული 1: მარკეტინგის და ბრენდის მენეჯმენტის ფუნდამენტური პრინციპები

  1. ციფრული მარკეტინგის თეორიული საფუძვლები
  • ციფრული მარკეტინგის კონცეფცია და ევოლუცია
  • ციფრული პლატფორმების ეკოსისტემა: კლასიფიკაცია და სტრატეგიული მნიშვნელობა
  • ციფრული მარკეტინგის მიმართულებები: SEM, Display, Affiliate და Influencer მარკეტინგი
  • ტრადიციული და ციფრული მარკეტინგის სინერგია
  • ციფრული სტრატეგიის ფორმირება ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის
  • საქართველოს ციფრული ბაზრის ანალიზი და მიმდინარე ტენდენციები
  1. ბრენდინგის საფუძვლები 
  • ბრენდ-მენეჯერის ფუნქციური როლი და პასუხისმგებლობები ორგანიზაციაში
  • ბრენდის იდენტობა და კომუნიკაციის სტრატეგია ციფრულ გარემოში

მოდული 2: ციფრული სტრატეგია და კომუნიკაციის არხები  

  1. ციფრული მარკეტინგული სტრატეგია 
  • სტრატეგიული დაგეგმარების ფუნდამენტური პრინციპები.
  • ციფრული გარემოს კვლევა და ანალიტიკა.
  • ტრენდების იდენტიფიცირება და ადაპტური სტრატეგიის შემუშავება.
  • სტრატეგიის იმპლემენტაციის ეტაპები.
  • მიზნობრივი ორიენტირები და ეფექტურობის კრიტერიუმები (KPI).
  • SMART მეთოდოლოგია მიზნების ფორმირებაში.
  1. ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები 
  • სოციალური მედიის მონიტორინგი (Social Listening).
  • კონტენტ მარკეტინგი და ინფლუენსერ-მენეჯმენტი.
  • პარტიზანული მარკეტინგის სპეციფიკა ციფრულ სივრცეში.
  • ფორუმები და ალტერნატიული საკომუნიკაციო არხები.
  • მულტიპლატფორმული მართვა: YouTube, Meta (FB, IG, WhatsApp, Threads), Twitter/X, Reddit, TikTok, Pinterest, Medium, LinkedIn, Telegram.
  • CRM სისტემების როლი მომხმარებელთან ურთიერთობის მართვაში.
  1. META პლატფორმების ადმინისტრირება და ოპტიმიზაცია 
  • ბიზნეს-გვერდის არქიტექტურა და ტექნიკური გამართვა.
  • აუდიტორიის სეგმენტაცია და პირველადი სარეკლამო ინტერვენციები.
  • ტიპური შეცდომების პრევენცია და გვერდის ოპტიმიზაცია.
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის (SEO) პრინციპები სოციალურ ქსელებში.
  • კომუნიკაციისა და პროცესების ავტომატიზაცია.
  1. Meta Busines & Ads Manager: სარეკლამო ინფრასტრუქტურა
  • სარეკლამო პლატფორმის კონფიგურაცია და გამოყენება
  • სარეკლამო კამპანიების იერარქია და კლასიფიკაცია.
  • ბიუჯეტირების სტრატეგიები და ხარჯების ოპტიმიზაცია.
  • გლობალური სარეკლამო ბაზრის ანალიზი და საქართველოს პოზიციონირება.
  • ბილინგის სისტემა და ფინანსური მენეჯმენტი.
  • სარეკლამო ანგარიშის რეიტინგი და ხარისხის კონტროლი.
  • მარკეტინგული მიზნების  (Objectives) სინქრონიზაცია
  1. Meta Ads Manager-ის ფუნქციონალური შესაძლებლობები და ODAX მოდელი
  • მომხმარებლის გზის ანალიზი, მარკეტინგული ძაბრის პრინციპი  Awareness, Consideration, Conversion.
  • ტექნიკური თრექინგი: Pixel და Conversion API (CAPI).
  • ადმინისტრაციული ინსტრუმენტები: Account Quality, Media Library, Store Locations.
  • ავტომატიზებული წესები (Automated Rules) და კრეატიული ჰაბი.
  • Commerce Manager და აუდიტორიების მართვა.
  • აუქციონის პრინციპები
  1. ანალიტიკა და რეპორტები (META Insights) 
  • მონაცემთა ინტერპრეტაცია და საკვანძო მეტრიკები.
  • Ads Reporting და Attribution მოდელები.
  • აუდიტორიის სიღრმისეული ანალიზი (Audience Insights).
  • Brand Collabs Manager და კრეატიული რეპორტინგი.
  • ექსპერიმენტული მარკეტინგი და ტრაფიკის ანალიზი.
  1. ვიზუალური და პროფესიული ქსელების მენეჯმენტი (Instagram & LinkedIn)
  • Instagram-ის ალგორითმული სპეციფიკა და ჰეშთეგ-მარკეტინგი.
  • Reels-ის სტრატეგია: ორგანული ზრდა და რეკლამა.
  • LinkedIn-ის ბიზნეს-კომუნიკაციის სპეციფიკა და ალგორითმი.
  • LinkedIn Ads Manager-ის კონფიგურაცია და B2B თარგეთირება.
  1. მონაცემთა მართვა და პირდაპირი მარკეტინგი 
  • მონაცემთა ბაზების ფორმირება და სეგმენტაცია.
  • კომუნიკაციის ინტენსივობისა და სიხშირის განსაზღვრა.
  • Direct Response მარკეტინგი: Email, Push და SMS საკომუნიკაციო არხები.

მოდული 3: სარეკლამო ტექნოლოგიების გაღრმავებული კურს

  1. Meta Ads: "Andromeda" - განახლება და პოლიტიკა
  • Meta Policy: რეგულაციებთან შესაბამისობა და კრიზისის მენეჯმენტი 
  • ტექნიკურ მხარდაჭერასთან (Support) კომუნიკაციის ეთიკა და პატერნები.
  • სარეკლამო ანგარიშების ბლოკირების პრევენცია და აღდგენის მეთოდები.
  • Native Advertising-ის პრინციპები.
  • აუდიტორიების მართვის კომპლექსური სისტემა: Pixel & Event Management.
  1. ეფექტური ედვერთაიზინგი და გაყიდვების ძაბრი  
  • პოტენციური მომხმარებლის იდენტიფიცირების მეთოდოლოგია.
  • Andromeda ალგორითმის გავლენა თარგეთირების პროცესზე.
  • სამდონიანი თარგეთირების სტრატეგია.
  • ლიდების გენერაცია და გაყიდვების არხების (Sales Funnel) არქიტექტურა.

მოდული 4: საძიებო სისტემების მარკეტინგი და ტექნიკური ოპტიმიზაცია

  1. Google-ის სარეკლამო ეკოსისტემა  
  • Google Search-ის ფუნქციონირების პრინციპები.
  • კამპანიების სტრუქტურული მენეჯმენტი.
  • Google Display Network (GDN) და ვიდეო რეკლამის ფორმატები.
  • აუდიტორიების ფორმირება და ტრაფიკის ანალიზი.
  • Google Analytics 4 (GA4): იმპლემენტაცია და მონიტორინგი.
  • Google-ის ალგორითმული განახლებები: BERT და Hummingbird.
  • პროექტების მართვა დინამიური განახლებების პროცესში.
  1. საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია 
  • SEO vs SEM: სტრატეგიული განსხვავებები.
  • საკვანძო სიტყვების კვლევა (Keyword Research) და უნიკალური კონტენტის გენერირება.
  • ორგანული პოზიციების ოპტიმიზაცია და ვებ-აუდიტი.
  • Google Trends-ის გამოყენება ვალიდაციისთვის.
  • ბექლინკების (Backlinks) სტრატეგიული მნიშვნელობა.
  1. მოწინავე SEO ტექნიკები
  • ჰოსტინგი და Content Delivery Network (CDN) როლი.
  • რედირექტების მართვა: 301, 302, 303, 307, 308.
  • URL სტრუქტურის ოპტიმიზაცია.
  • Cornerstone და Pillar Page კონცეფციები.
  • ვებ-არქიტექტურა და HTML მარკირების როლი.
  • ქოპირაითინგის მნიშვნელობა SEO პროცესში.
  1. CMS პლატფორმები და ოპტიმიზაცია
  • SEO ოპტიმიზაცია WordPress, Wix და Custom CMS სისტემებზე.
  • Valid HTML-ის მნიშვნელობა ინდივიდუალურ სისტემებზე.
  1. YouTube მარკეტინგი და ოპტიმიზაცია
  • YouTube-ის ორგანული ზრდის პრინციპები.
  • ვიდეო კონტენტის SEO: მეტამონაცემები, ტიტრები და ტრანსკრიპტები.
  • საავტორო უფლებები და ლიცენზირების პოლიტიკა.
  1. ტექნიკური SEO და ვებ გვერდის ოპტიმიზაცია 
  • UX/UI დიზაინის გავლენა კონვერსიაზე.
  • Google Search Console და Google Bot-ის მუშაობის პრინციპები.
  • სტრუქტურირებული მონაცემები (Structured Data) და Schema.org.
  • JavaScript-ის რენდერინგის საკითხები SEO-ში.
  • Hreflang-ის გამოყენება მულტიენოვანი საიტებისთვის.
  1. Email მარკეტინგის სტრატეგია   
  • Email მარკეტინგის როლი B2B და B2C სექტორში.
  • პლატფორმების შერჩევა: Mailchimp და პერსონალური სერვერები.
  • კამპანიების ავტომატიზაცია და ანალიზი.
  1. ელექტრონული კომერცია
  • იქომერს პლატფორმების სპეციფიკა.
  • Dropshipping მოდელის ანალიზი.
  • გაყიდვების ძაბრებისა და კონვერსიის ოპტიმიზაცია იქომერსში.
  • სპეციფიკური მეტრიკების ანალიზი და პროგნოზირება.

მოდული 5: მონაცემთა შეგროვება და ანალიტიკური ინსტრუმენტები 

  • Google Tag Manager (GTM): არქიტექტურა, კონფიგურაცია და სტრატეგიული დანიშნულება.
  • Paid Media Tracking: Meta Custom Events, Conversions API (CAPI) და LinkedIn Insight Tag.
  • Google Analytics 4 (GA4): საბაზისო კონფიგურაცია, Event-based მოდელი და სტანდარტული რეპორტები.
  • Microsoft Clarity: ვიზუალური ანალიტიკა, Heatmaps და მომხმარებლის ქცევის ანალიზი.
  • CRM სისტემები: მონაცემთა ინტეგრაცია და First-party data-ს მართვა.

მოდული 6: ჰოლისტიკური ციფრული კამპანიების დაგეგმვა 

  • მარკეტინგული სტრატეგიის დამუშავება: ბაზრის ანალიზი და საკომუნიკაციო არხების შერჩევა.
  • მედია დაგეგმარება (Media Planning): მრავალარხიანი კამპანიების სტრუქტურა.
  • ბიუჯეტირება და ფინანსური მოდელირება: რესურსების ოპტიმალური განაწილება.
  • Key Performance Indicators (KPI): ეფექტურობის გაზომვის მეტრიკები და ატრიბუციის მოდელები.

მოდული 7: AI და ციფრული მარკეტინგი

    • გენერაციული AI Stack: Claude, OpenAI, Grok, Perplexity, Gemini.
    • მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია: Big Data-ს დამუშავება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.
    • AI Agents & Workflow Automation: აგენტური შესაძლებლობები და პროცესების ავტომატიზაცია ციფრულ მარკეტინგში.

     მოდული 8: სამართლის მოდული 

    1. სამართლებრივი ჩარჩო საქართველოში  
    • დიჯითალ მარკეტინგის სამართლებრივი ჩარჩო საქართველოში
    • დიჯითალ ფრილანსირება
    • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა დიჯითალში

     მოდული 9: კომუნიკაციების მოდული  

    1. კომუნიკაციები და ბიჰევიორისტიკა  
    • მომხმარებელთა ქცევის განსაზღვრა ციფრულ მედიაში - აღქმა და კულტურული პატერნი
    • აღქმისა და კომუნიკაციის ფილოსოფიის მახასიათებლები
    • ქცევის პატერნი: განწყობა vs. განცდა  

    სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 21:00-მდე, შაბათობით დღის განმავლობაში.

    სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

    სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს.

    სერტიფიკატი

    პროგრამის წარმატების დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ Junior Digital Marketer (JDM)-ის სერტიფიკატს.

    ასევე, პროგრამის ბოლოს გაიცემა მეტას სერტიფიკატი (პირველი დონე) და Self Development roadmap, რომელიც წარმოადგენს სარეკომენდაციო ტიპის დოკუმენტს მომავალი განვითარებისათვის, კერძოდ, მოიცავს სიახლეების გაცნობის რესურსებსა და შემდგომი განვითარების გაიდლაინს. 

    სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.

    სერტიფიკატის აღების წინაპირობა: თითოეულ საგანში მინიმალური, დადებითი შეფასების მიღება; ფინალური, ინდივიდუალური პროექტის მომზადება და წარდგენა.

    რეგისტრაცია

    სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

    რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 12 მარტი.  რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.სწავლა დაიწყება 2026 წლის 18 მარტის კვირაში. 

    თინათინ გოგბერაშვილი - კრეატიული სააგენტო „კრაკენის“ (Kraken) ციფრული მიმართულების ხელმძღვანელია. მას ციფრულ ინდუსტრიაში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს და ამჟამად, პარალელურად, იკავებს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ციფრული მარკეტინგის ექსპერტისა და პრემიუმ იკომერს კომპანია „აურელიოს“ (Aurelio) ვებპროექტების მენეჯერის პოზიციებს.

    თინათინი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორია. ის საბაკალავრო პროგრამაზე უძღვება ისეთ კურსებს, როგორიცაა: „ძებნის ოპტიმიზაცია ხელოვნური ინტელექტის მოდელებში (AIO)“, „კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება ციფრულ მედიაში“ და „SEO & SEM“.

    მისი დამოუკიდებელი პროექტების პორტფოლიო მოიცავს თანამშრომლობას წამყვან ბრენდებთან: Roamingo, გარდენია შევარდნაძე, დრიმლენდ ოაზისი, მწვანე კონცხი ბოტანიკო, კოინკასა საქართველო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, TRE და SKIPASS. თინათინი ფლობს Meta-ს საერთაშორისო და პროექტების მართვის (Project Management) სერთიფიკატებს.

    ალექსანდრე გაბუნია - კომუნიკაციის, აღქმის თეორიისა და თხრობის ტრენერი. ფილოსოფიის დოქტორი, მოწინავე კვლევების მაგისტრი, თეოლოგიისა და რელიგიის მიმართულებით, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტიდან (KU Leuven). სტუდია Cinemani Films-ის დამფუძნებელი, ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “დროების” ვიზუალური სტრატეგიის ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი. მრავალწლიანი გამოცდილება სატელევიზიო ჟურნალისტიკაში, დოკუმენტალისტიკასა და კინო რეჟისურაში.

    მონიკა კოკაია ჯიპას ციფრული მედიისა და კომუნიკაციის კურსდამთავრებული, 2021 წლიდან  ციფრულ მარკეტინგში, თანამშრომლობდა საქართველოში არსებულ პატარა თუ დიდ ბრენდებთან აუთსორზე - პროექტულად. 2 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო ინდუსტრიაში - ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. 2024 წლიდან კრეატიულ სააგენტოში და ასევე ამერიკულ კომპანიაში ხელოვნური ინტელექტისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ავტომატიზაციის მიმართულებით.

    მარიამ გელაშვილი - 5 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში. უფროსი ციფრული მარკეტერი სარეკლამო კომპანია Port:80-ში, უფროსი ციფრული მარკეტერი Kraken-ში, საერთაშორისო კომპანია Lineate-ში უფროსი ციფრული მარკეტერი, სადაც პასუხისმგებელია სარეკლამო კამპანიების განხორციელებაზე ამერიკისა და ევროპის ბაზარზე. მენტორი Next Step Academy-ში. ხელმძღვანელობს Google ads-ის მიმართულებით კამპანიების დაგეგმვას, განხორციელებას და თრექინგის სრულ ციკლს.

    ქეთი დიასამიძე 

    ირინა დუმბაძე  2003 წლიდან მუშაობს სტრატეგიული კომუნიკაციების, ბრენდირების და მარკეტინგის მიმართულებით. განხორციელებული აქვს არაერთი ბიზნეს, სოციალური თუ სახელმწიფოებრივი პროექტი, რომლებიც ეხება ახალი ბრენდების შექმნას და ბაზარზე პოზიციონრებას, ქვეყნისა და მისი კონკრეტული ლოკაციების ტურისტული ბრენდების სტრატეგების შემუშავებას, კრიზის კომუნიკაციების მართვასა თუ ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებს.

    2021 წლიდან  2024 წლამდე  მუშაობდა m2-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელად, რომლის ფარგლებშიც შეიმუშავა  ბრენდის ახალი პოზიციონირების პლატფორმა და ახორციელებდა მისი ინტეგრაციის მხარდაჭერას კომპანიაში, უშუალოდ კი მარკეტინგის ყველა მიმართულებაში.  დღეს  არის დეველოპერული ბრენდი „მეტროპოლის“ ბრენდისა და მარკეტინგის დირექტორი.  

    პროფესიონალური მოღვაწეობა დაიწყო 2003-2005 წლებში  კომპანია IPM სტრატეგიულ კონსულტანტად,  2008 -2014 წლებში იყო კომპანია ACT  ბიზნეს პარტნიორი და კომპანიის კონსალტინგის დირექტორი, 20014 წლის მერე დღემდე მართავს თავის საკონსულტაციო კომპანიას, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. 

    ლევან მოლაშვილი  - საქართველოს ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი, ლექტორი და პრაქტიკოსი სპეციალისტი კომერციული პროცესებისა და საერთაშორისო სტანდარტების სფეროში. ასოციაციის ხელმძღვანელობის პერიოდში ვმუშაობ კვლევებისა და პრაქტიკული პროგრამების განვითარებაზე, რომელიც მიმართულია ინოვაციური მეთოდების დანერგვისკენ ბიზნესისა და ორგანიზაციული სტრუქტურების მართვის პროცესებში. როგორც ლექტორი, ვატარებ სემინარებსა და ლექციებს, სადაც ვაერთიანებ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან, რათა მონაწილეებს მივაწოდო საკვანძო უნარები აღნიშნულ სფეროში. ჩემი საქმიანობის მიზანია ცოდნის გაზიარება, პროფესიული სტანდარტების ხელშეწყობა და კომერციული ექსპერტიზის დონის ამაღლება რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. 

    ნიკა იორდანიშვილი


    ალექსანდრე ჩომახიძე - +16 წლიანი გამოცდილება დიჯითალ მარკეტინგის მიმართულებით. ამჟამად, არის ციფრული მარკეტინგის დირექტორი m²-ში და Ad Summit-ის თანადამფუძნებელი. ალექსანდრეს ძირითადი ექსპერტიზა მოიცავს მომხმარებელთან ურთიერთობის მართვას, საერთაშორისო ლიდების გენერირებასა და on-page/off-page-ს SEO-ში.

    2024 წლიდან იგი არის კანის ლომების საერთაშორისო კრეატიულობის ფესტივალის ჟიურის წევრი. ალექსანდრე წლებია საავტორო პროგრამას უძღვება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ალექსანდრე პროგრამაში ჩართულია როგორც თანაავტორი და კონსულტანტი. 

    პროგრამის სტანდარტული ღირებულება: 3500 ლარი

    პირველი 50 დარეგისტრირებულისთვის - 2900 ლარი

    გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

    I ეტაპი – 2200 ლარი (სტანდარტული) / 1800 ლარი (ფასდაკლებული) - სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში

    II ეტაპი – 1300 ლარი (სტანდარტული) / 1100 ლარი (ფასდაკლებული) - სწავლის დაწყების მეორე თვეს

    ფასდაკლების სისტემა:

    პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორატიულ ფასდაკლებებს. 

    ინდივიდუალური ფასდაკლება:

    1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

    2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

    კორპორატიული ფასდაკლება:

    იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

    1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

    2. ოთხი თანამშრომელი – 15%

    3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

    *მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

    გადახდა:

    გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

    საბანკო რეკვიზიტები:

    • სს „ თიბისი ბანკი“
    • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
    • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

    ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

    სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

    რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 12 მარტი.  

    რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

    სწავლა დაიწყება 2026 წლის 18 მარტის კვირაში. 

    შერჩევის კრიტერიუმები:

    • მოტივაცია
    • ინგლისური ენას ცოდნა B2 დონეზე
    • კომუნიკაციის უნარი
    • სამუშაო გამოცდილება (სასურველია)

    მარიამ ღლონტი

    კოორდინატორი

    ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

    მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108 

    ელ-ფოსტა: m.ghlonti@gipa.ge

    მობ: (+995) 579 10 10 80