თეატრალური დასის კლუბი

GIPA-ს თეატრალური დასი 2018 წელს, სტუდენტთა ინიციატივითა და GIPA-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარებისა ცენტრის მხარდაჭერით დაარსდა. დასში GIPA-ს მრავალი მოყვარული სტუდენტია ჩართული, რომლებიც სამოყვარულო დონეზე ეუფლებიან, სამსახიობო ოსტატობას, პლასტიკას, მეტყველებას და ა.შ. GIPA-ს თეატრალური დასი 2018 წლიდან დღემდე, მრავალ სხვადასხვა ფესტივალში იღებს მონაწილეობას და არაერთი პრიზის მფლობელია. თეატრალური დასი GIPA-ს სტუდენტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კლუბია.