საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე სპორტის მენეჯმენტი.
კურსი განკუთვნილია სპორტული ასოციაციების, ფედერაციების, კლუბების და სკოლების მენეჯერების, მოქმედი მმართველებისა და მართვით დაინტერესებული პირებისათვის.
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ ორგანიზაციების შედეგიანობის გაუმჯობესება და ეფექტიანი და ეფექტური მართვა.
პროგრამის შინაარსი:
მენეჯმენტის მოდული
1. სპორტის ორგანიზაციებს მართვა
2. ბიზნესის მართვის საფუძვლები
3 . ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები
4. მარკეტინგის და ბრენდინგის საფუძვლები
5. სამართლებრივი ასპექტები სპორტში
6. სტრატეგიული დაგეგმვა სპორტში
7. ფონდების მოძიება სპორტში
პოლიტიკის მოდული
9. სპორტის სოციო-ეკონომიკური განვითარება და აქტორები
10. ოლიმპიური ქარტია და თანამედროვე ოლიმპიზმი
კომუნიკაციების მოდული
11. კომუნიკაციის შესავალი
12. ღონისძიების მართვა
13. ციფრული კომუნიკაცია სპორტში
პროფესიული უნარების მოდული
14. პროფესიული უნარები
პროგრამის ფარგლებში, თითოეული მიმართულებით მოწვეული იქნებიან დამატებითი გესტ-სპიკერები და დარგის ექსპერტები, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელებს.
სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.
კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე.
ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ, სამუშაო დღეებში 19:00-დან 22:00-მდე და შაბათ-კვირას, 10:00სთ-დან 17:00სთ-მდე.
წავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სპორტის მენეჯერის სერტიფიკატი (SMC).
სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 12 მარტი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან. სწავლა დაიწყება 2026 წლის 16 მარტს.
შერჩევის კრიტერიუმები:
*სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება
ნიკა აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება.
გიორგი თურქია - სრული პროფესორი ეკონომიკის დარგში. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20-წლიანი გამოცდილება. ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების ექსპერტი და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნების - „ბიზნესის საფუძვლებისა“ და „ბიზნესის“ თანაავტორი.
ანატოლი კორეპანოვი - სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, გააჩნია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. 2016 წლიდან, მოწვეული ლექტორის და ტრენერის სტატუსით, აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში. კითხულობს ლექციებს და ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა თემატიკაზე, მათ შორის: საჯარო პოლიტიკა და ადვოკატისებრა, სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და სხვა. გააჩნია კვლევითი საქმიანობის მდიდარი გამოცდილება, არის რამდენიმე კვლევის ავტორი. მონაწილეობა მიუღია სპორტის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში. არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტი განვითარებისთვის - საქართველო“ თანადამფუძნებელი.
მაკა სეხნიაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის, საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. GIPA-ს ასისტენტ- პროფესორი, ფსიქოლოგიის მაგისტრი. პრაქტიკული გამოცდილება: სოციოლოგი (მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით), კომუნიკაციის მენეჯერი (23 წლიანი გამოცდილებით). აქვს გამოცდილება პროექტების მართვასა და კვლევაში; ახორციელებს კვლევებს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით. არის რამდენიმე კვლევის ავტორი და კითხულობს ლექციებს კვლევის მეთოდებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებსა და კრიზისული კომუნიკაციებში.
ბუბა ცირეკიძე - პროგრამების ხელმძღვანელი, კომპანია "HEKS EPER Caucasus", 15+ წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე სხვადასხვა კომპანიაში. აქვს USAID-ის, ქართულ და საერთაშორისო ბიზნეს სექტორებში და EU/TACIS პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. 10+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სფეროებში USAID/Winrock International-თან, USAID/CORE International-თან, Niccolo M-ის კომპანიებთან და GT Mobile-თან. გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია მარკეტინგის სფეროში, მათ შორის უახლესია: Sound Marketing Plays Important Role not only for a Business, ყოველწლიურ ჟურნალში "SAKHE (L) EBI", 2007 წ.
პროგრამის ღირებულება: 1650 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად
I ეტაპი – 1000 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)
II ეტაპი – 650 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)
ფასდაკლების სისტემა
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს.
ინდივიდუალური ფასდაკლება:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
გადახდა:
გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 12 მარტი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან. სწავლა დაიწყება 2026 წლის 16 მარტს.
შერჩევის კრიტერიუმები:
*სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება
ჟანა ანთია
ხელმძღვანელი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: zh.antia@gipa.ge
მობ: (+995) 595 59 23 01