პროგრამის ძირითადი მიზანია მონაწილეებთან ერთად გადაანალიზოს სერვისთან დაკავშირებული მითები და სტერეოტიპები, შეასწავლოს მათ თუ რატომ არ არის მხოლოდ კმაყოფილება და კომფორტი საკმარისი კარგი მომსახურებისათვის და როგორ იქმნება ცნობიერად ინოვაციური და დაუვიწყარი გამოცდილება.
პროგრამა ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:
პროფესორი იუტაკა იამამუჩი (კიოტოს უნივერსიტეტი) გაგიზიარებთ მაგალითებს, როგორ მოახერხა Starbucks-მა მომხმარებლისთვის თვითგამოხატვის გამოცდილების შეთავაზება და როგორ შეიძლება ეს პრინციპები იქნეს გამოყენებული სხვადასხვა სექტორში – მასპინძლობა, ფინანსური, სადაზღვევო, სატრანსპორტო, ციფრული და სხვა.
კურსი განკუთვნილია:
კურსის ცოდნა გამოიყენება ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც ქმნის ან ახორციელებს სერვისს – როგორც მცირე, ისე დიდი ბიზნესებისთვის.
რას მიიღებთ კურსის დასრულების შემდეგ
პროგრამის შინაარსი
მოდული 1 (პირველი კვირა). ეფექტური მომსახურების საფუძვლები
თემა 1. სერვისის კულტურა: ეფექტური მომსახურების მნიშვნელობა
თემა 2. მომსახურების ეტაპები და სტანდარტები
თემა 3. მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება
მოდული 2 (მეორე კვირა). ეფექტური კომუნიკაცია სერვისში
თემა 4. ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა და როლი
თემა 5. ეფექტური საუბარი
თემა 6. სიღრმისეული მოსმენა
მოდული 3 (მესამე კვირა). სერვისის განვითარების ფსიქოლოგია
თემა 7. ფსიქოლოგიური საფუძვლები სერვისში
თემა 8. აღქმები, მოლოდინები და ღირებულება
თემა 9. ფსიქოლოგიური მეთოდები რთულ სიტუაციებში
მოდული 4 (მეოთხე კვირა). მომსახურების კულტურის არსი: სერვისი, როგორც თვითგამოხატვა
თემა 10. სერვისის ძირითადი თეორიები; მომსახურება, როგორც შეჯახება
თემა 11. სტუმარ-მასპინძლობის დიალექტიკა; გემოვნება, ესთეტიკა და გამორჩეულობა სერვისში; ინოვაციები სერვისის დიზაინში
თემა 12. სერვისის კულტურის შეცვლა; ლიდერობა სერვისის გუნდში
მოდული 5 (მეხუთე და მეექვსე კვირა).
პრაქტიკული სამუშაოს შეჯამება და საგამოცდო პორტფოლიოს პრეზენტაციისთვის მომზადება
ტექნიკური აღწერა
პროგრამის ენა: შეხვედრები ტარდება ქართულ ენაზე, იუტაკა იამაუჩის მასტერკლასები ტარდება ინგლისურ ენაზე. მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიოთ მხოლოდ ქართულ სესიებზე დასწრება, ან სრული კურსი გაიარონ ორივე ენაზე.
სერტიფიკატი: პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერვისის მენეჯერის სერტიფიკატი (Certificate in Service Management).
იუტაკა იამაუჩი - კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტის და ეკონომიკის სამაგისტროსა და დიზაინის სკოლებში. მას აქვს კიოტოს უნივერსიტეტის მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში და UCLA-ს ანდერსონის სკოლის დოქტორი მენეჯმენტში. 2021 წლიდან იუტაკა არის კიოტოს უნივერსიტეტის მენეჯმენტის მაგისტრატურის სკოლის ლექტორი.
იუტაკა ამჟამად იკლევს მომსახურების კულტურას — თუ როგორ წარმოაჩენენ სერვისები ორგანიზაციულ კულტურას ღირებულების შექმნისა და შეთანხმების პროცესში. კერძოდ, ის აანალიზებს მომსახურების ურთიერთქმედებას მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ეთნომეთოდოლოგიური თვალსაზრისით. სუშის რესტორნების გარდა, მან გაანალიზა ისეთი სერვისები, როგორიცაა სწრაფი კვება, იტალიური რესტორნები და ტანსაცმელი. მომსახურების კონცეფციის გადასამოწმებლად, სუშის რესტორნებსა და სხვა მომსახურებებზე ემპირიული კვლევის საფუძველზე, მან გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით "სერვისი, როგორც "ბრძოლა" - მომხმარებელთა ურთიერთქმედების შესწავლა. ასევე, მან მიმოიხილა კულტურული დიზაინი თავის წიგნში "ორგანიზაცია და საზოგადოების დიზაინი" (იამაუჩი, ჰირამოტო, სუგიმანი) განიხილა. აღნიშნული კვლევის საფუძველზე, იუტაკა კულტურული დიზაინის ახალ თეორიას ავითარებს. დაინტერესების შემთხვევაში, იხილეთ მისი TEDx გამოსვლა Service Design Show.
იუტაკა ამჟამად MBA სტუდენტებს ასწავლის ენთოგრაფიას, როგორც მომსახურების გაგების, გაუმჯობესებისა და დიზაინის მეთოდს. ასევე, კიოტოს უნივერსტიტეტის დიზაინის სკოლაში ორგანიზაციისა და საზოგადოების დიზაინისა და დიზაინის ეთნოგრაფიის კურსებს.
პაატა პაპავა - პროფესიული განვითარებისა ექსპერტი, 20+ წლის გამოცდილება ტრენინგების, კურიკულუმის განვითარებისა და ლიდერობის განათლების მიმართულებით. იგი არის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ბაკალავრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მენეჯმენტის მაგისტრი. პაატა პაპავას აქვს ტრენინგების და კონსულტაციების ჩატარების გამოცდილება საქართველოში, მონღოლეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, ტანზანიაში, ომანში და სხვა ქვეყნებში. ტრენინგებს გარდა, პაატა ეწევა აკადემიურ საქმიანობას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის სხვადასხვა მიმართულებით: ეფექტური ტრენერობა, კრიტიკული აზროვნება და განათლების ფსიქოლოგია. 1999 წლიდან, იგი კოორდინიტრებს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და სკოლის გაუმჯობესების საკითხებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. 2011 წლიდან 2018 წლამდე იგი იყო კითხვის გაუმჯობესების პროექტის ხელმძღვანელი USAID-ის პროექტში. 2016 წელს პაატა პაპავამ შექმნა ტრენერთა ტრენინგის საავტორო პროგრამა მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციისათვის (WIPO) და მას შემდეგ ამ მიმართულებით ატარებს ტრენინგებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში. 2020 წლიდან პაატა არის განათლების ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრებისა და კრეატივის მიმართულებით EUGIPP-ის პროექტში. პაატა იყო ჩართული და კოორდინირება ტრენინგებისა და აკრედიტაციების სტანდარტების განვითარებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში (TPDC). იგი არის ICT სტანდარტების მიხედვით ინტერნეტ განათლების გაიდლაინების თანაავტორი და ტრენერი. პაატა არის მასწავლებელთა სახელმძღვანელობისა და სტატიების ავტორი და რეცენზენტი.
2017 წლიდან პაატა პაპავა არის ტრენერთა და გუნდის ლიდერთა კომპანიის "Teamboat"-ის დამფუძნებელი პარტნიორი.
ლიკა კიკნაძე - პროფესიული განვითარებისა და კორპორატიული ტრენინგის სპეციალისტი, რომელსაც გამოცდილება აქვს ტრენინგ-მენეჯმენტის, Onboarding სისტემების დანერგვის და სერვისის განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით. ლიკა კიკნაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ბაკალავრი და შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრი. მას, ასევე, გავლილი აქვს ტრენერთა აკადემია და ფლობს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან ტრენერთა ტრენინგის (Training of trainers) სერტიფიკატებს.
მისი კარიერული გამოცდილება მოიცავს წამყვან ქართულ კომპანიებში მუშაობას, სადაც ის ახორციელებდა Onboarding სისტემის დანერგვას და E-learning პლატფორმის მართვას/კოორდინირებას. სასწავლ
პროგრამის ღირებულება: 800 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება პროგრამის დაწყებიდან 5 დღის ვადაში.
ფასდაკლების სისტემა
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს.
ინდივიდუალური ფასდაკლება:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
გადახდა:
გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2025 წლის 6 ნოემბერი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2025 წლის 10 ნოემბრიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
ჟანა ანთია
ხელმძღვანელი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: zh.antia@gipa.ge
მობ: 595592301