Become Professional PR Manager at GIPA
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო პროგრამაზე - საზოგადოებასთან ურთიერთობა.
გთავაზობთ უნიკალურ პროფესიონალურ გარემოს და ინტენსიურ პროგრამას პრაქტიკოსი ლექტორებისაგან.
პროგრამის შინაარსი:
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები და მედია წიგნიერება
2. სტრატეგია და კამპანიის დაგეგმვა
3.შეტყობინებებისა და ნარატივის შექმნა
4. სოციალური მედიის საფუძვლები
5. ტრადიციული მედია და მედიასთან ურთიერთობები
6. კამპანიებისა და ღონისძიებების მართვა
7. CSR და მდგრადი განვითარება
8.პროპაგანდა, მანიპულაცია და ეთიკური პიარი
9. კრიზისული კომუნიკაცია პიარში
10. პიარის მომიჯნავე დისციპლინები და ორგანიზაციული როლები
11.ფინალური პროექტი
მასტერკლასები:
პროგრამის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ შეხვედრა/მასტერკლასები
სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე.
ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში.
სწავლების ენა: ქართული
საკითხავი მასალა: ქართულ და ინგლისურ ენაზე
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PRM) სერტიფიკატი.
სერტიფიკატი გაიცემა მიღებული ქულების შესაბამისად და განსხვავდება მონაწილის მიღწევების გათვალისწინებით.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა:
თინათინ სტამბოლიშვილი
ანა ქეშელაშვილი
თინათინ ნაჭყებია
პროგრამის ღირებულება: 2300 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად
I ეტაპი – 1700 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)
II ეტაპი – 600 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)
ფასდაკლების სისტემა
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს.
ინდივიდუალური ფასდაკლება:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
გადახდა:
გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ოქტომბერი.
გასაუბრება ჩატარდება მიმღებ კომისიასთან ოქტომბრის დასაწყისში. სწავლა დაიწყება 15 ოქტომბრიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
*სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).
ჟანა ანთია
ხელმძღვანელი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: zh.antia@gipa.ge
მობ: (+995) 595 59 23 01