სარეკლამო ფროდაქშენი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)  და  METRO PRODUCTION აცხადებს მიღებას  “სარეკლამო ფროდაქშენი“ სასწავლო პროგრამაზე, რომელიც მსმენელებს თანამიმდევრულად გააცნობს ფროდაქშენის მუშაობის მთელ პროცესს.  

პროგრამის მიზანია მსმენელებს გააცნოს სარეკლამო ვიდეო რგოლის შექმნის სრული პროცესის დაგეგმვა და მართვა, პირველი “ბრიფის”  მიღებიდან დაწყებული, კლიენტისთვის საბოლოო ვიდეო მასალის გადაცემით დამთავრებული.

 

პროგრამა განკუთვნილია: 

  • ფროდაქშენის სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის, რომელსაც უნდა ცოდნის გაღრმავება
  • სტუდენტებისათვის (ნებისმიერი სპეციალობის)
  • ფროდაქშენით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის
  • სარეკლამო სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის

 

პროგრამის გავლის შემდეგ, მსმენელებს ეცოდინებათ სარეკლამო პროცესის მართვა, ფროდაქშენ ჯგუფის შერჩევა, ბაზების შექმნა, ბრიფის მიხედვით სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, თრითმენთის შექმნა, ppm-ის მომზადება და ბიუჯეტის სამუშაო ვერსიის შექმნა. კურსდამთავრებულები შეძლებენ ფროდაქშენის მიმართულებით დაიწყონ მუშაობა სხვადასხვა ჯუნიორ პოზიციაზე.

მეტრო ფროდაქშენის შესახებ

სარეკლამო სააგენტო Metro Production  „JWT Metro“-სთან ასოცირდებოდა და ფუნქციონირების 10 წლის განმავლობაში, მის ანგარიშზეა მრავალი  სარეკლამო რგოლი, ფილმი თუ მუსიკალური კლიპი. დღეისათვის, ის უკვე დამოუკიდებელ სერვის პროდაქშენ კომპანიად ჩამოყალიბდა და საერთაშორისო სტანდარტებით დაკომპლექტებული საპროდიუსერო გუნდისგან შედგება. არის მსოფლიოში საუკეთესო ფროდაქშენ კომპანიის "რადიოაქტივ ფილმი" ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე „რაქდიოაქტივ ჯორჯიას“ სახელით. დამატებითი ინფორმაცია: http://metroproduction.ge/.

 

პროგრამის შინაარსი:

  

მოდული 1  - ფროდაქშენი სახლი 

  • ფროდაქშენის საფუძვლები
  • ,,ფროდაქშენ სახლი“ ურთიერთობა სარეკლამო სააგენტოებთან
  • ფროდაქშენის დეპარტამენტები და ფუნქციები
  • ფროდაქშენის გუნდის წევრები

 

მოდული 2 - ბიდინგი (ტენდერი) 

  • ბიდინგის საფუძვლები
  • რეფერენსები, ბიუჯეტი და ბიდინგის საფუძვლები
  • ბიდინგის როლი წარმატებულ პროდაქშენში

 

მოდული 3 - ლოკაცია

  • ლოკაციის მოძიება და მომზადება გადაღებისთვის
  • ლოკაციის ტექნიკური მახასიათებლები
  • ლოკაციის მომზადება გადაღებისთვის

 

მოდული 4 - შემოქმედებითი ნაწილი 1 

  • სამხატვრო ხელმძღვანელის/ფროდაქშენ დიზაინერის ფუნქცია-მოვალეობები
  • მუდ-ბორდები (პრეზენტაცია)
  • სეტის მხატვრული ესკიზები
  • დეკორაციის მშენებლობა (მაკეტები)
  • პავილიონის გადაღებასა და გარე ლოკაციიას შორის განსხვავებები
  • სპეცეფექტები (SFX)
  • მსუბუქი ეფექტები გადასაღებ მოედანზე (in-camera effects)

 

მოდული 5 - ტექნიკა გადასაღებ მოედანზე

  • კამერა და ლინზები (ძირითადი შემადგენლობა, ზუმი და მაკრო)
  • ფრეიბექი
  • განათება
  • კრანი და კამერა მანქანები
  • რელსი
  • სტედიკამი
  • ხმა სეტზე

 

მოდული 6 - გადაღება  TableTop

  • სპეციალური მოწყობილობები
  • ,,ფუდ სტილისტი“
  • ბუტაფორიული მოდელების შექმნა

 

მოდული 7 - ქასთინგი 

  • მსახიობების/მოდელების/ტიპაჟების შერჩევა
  • საერთაშორისო ქასთინგი

 

მოდული 5 - შემოქმედებითი ნაწილი 2 - /პოსტ-ფროდაქშენი

  • მონტაჟი
  • ვიზუალური ეფექტები
  • სარეჟისორო მონტაჟი
  • ფერის კორექცია
  • მუსიკა და გახმოვანება
  • გრაფიკა
  • როგორ წარვუდგინოთ ვიდეო რგოლი კლიენტს (პირველადი მონტაჟის მაგალითები)
  • ვიდეო რგოლი რთული პოსტ-პროდუქციის მაგალითით

 

მოდული 5 - კრიზისული სიტუაციების მართვა 

  • როცა ყველაფერი ირევა, როგორ გადავჭრათ პრობლემები
  • როგორ ვმართოთ რისკები
  • როგორ გავუმკლავდეთ გამოწვევებს
  • მინიმალური გართულებებით დაგეგმვა

სანდრო გაბილაია - მეტრო ფროდაქშენის დამფუძნებელი, აღმასრულებელი პროდუსერი და ერთადერთი მამაკაცი. სანდროსთვის პროდუსერის საქმე იმ უხილავ ძაფზე სიარულია, კლიენტს, სააგენტოსა და შემოქმედებით გუნდს შორის, რომ არის გაბმული. ის სწორედ  ამ უხილავი ძაფის დანახვას გასწავლით.

 

მაია გურაბანიძე მეტრო ფროდაქშენის დამფუძნებელი, ფროდაქშენის ხელმძღვანელი, რადიოაქტივფილმის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. გაგიზიარებთ იმ 15 წლიან ცოდნას და გამოცდილებას, რომელსაც მეგობრებთან ერთად დაწყებულ სარეკლამო ფროდაქშენის ბიზნესში ავითარებს საქართველოში.

 

მარიამ თევდორაშვილი მეტრო ფროდაქშენის ბიდინგ პროდიუსერი. მოგიყვებათ საერთაშორისო სატენდერო პრაქტიკებზე, პროეტების წარდგენა - გაყიდვაზე; ასევე, იმ ძირითად მნიშვნელოვან აქცენტებზე რაც პროექტის მოგებიდან, აღსრულების საწყის ეტაპზეა მნიშვნელოვანი.

 

თამარ თვარაძე - პროდუსერი, მუშაობს კომპანია “მეტროპროდაქშენი” პროდუსერის პოზიციაზე. მის მიერ გაკეთებული პროექტების მენეჯმენტის ხედვას გაგიზიარებთ და ერთად განახორციელებს პრაქტიკაში. როგორც ბევრმა ამ სფეროში მომუშავე ადამიანმა, თავისი და სხვების გამოცდილების გაზიარებით, გადასაღები მოედნიდან  ისწავლა ეს ინდუსტრია და ყოველდღიურად ზრუნავს მის განვითარებაზე, რაშიც ხელს უწყობს საერთაშორისო პროექტები და სტანდარტები. თამარის მიზანის საქართველოში  პროდუსინგისა და პროდაქშენ სერვისის პროფესიად ქცევაა.

 

სოფო ფარჯიანი - მეტრო ფროდაქშენის 1st AD (მეორე რეჟისორი). ვინ არის მეორე რეჟისორი - 1st AD და რატომაა ასეთი მნიშვნელოვნი ის ფროდაქშენის, რეჟისორისთვის და მთელი გადამღები ჯგუფისათვის.  ესაა სტატუსი - პროფესია, რომელიც თეორიულად არ ისწავლება საქართველოში და მთელი ცოდნა ამ პროფესიის ირგვლივ მხოლოდ პრაქტიკის საფუძველზეა მიღებული. გაგიზიარებთ იმ 12 წლიან გამოცდილებას, რაც გადასაღებ მოედანზე მიიღო და მოგიყვებათ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ ჩამოვყალიბდი მეორე რეჟისორად. გაგაცნობთ რა დატვირთვა აქვს და რას აკეთებს AD (სარეჟისორო) ჯგუფი და რას მოიცავს ფრეფროდაქშენი ამ გუნდისათვის; გაგაცნობთ, როგორ წარუძღვეთ გადასაღებ მოედანს  და როგორ იკომუნიკაციოთ მთელ ამ დიდ “ცოცხალ ორგანიზმთან”, რომელსაც ქვია გადამღები ჯგუფი.

სწავლის ხანგრძლივობა3 თვე (სალექციო პროცესი). 

ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ/ოთხჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში.

პროგრამის შესახებ იხილეთ: 

პროგრამის ღირებულება3500 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

I ეტაპი – 2000 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)

II ეტაპი – 1500 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)

 

ფასდაკლების სისტემა

პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

 

ინდივიდუალური ფასდაკლება:

  1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
  2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

 

კორპორატიული ფასდაკლება:

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

  1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
  2. ოთხი თანამშრომელი – 15%
  3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

 

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით

გადახდა:

გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

 

საბანკო რეკვიზიტები

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. სერტიფიკატი გაიცემა ნიშნების მიხედვით.

 

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

  • თითოეულ საგანში მინიმალური, დადებითი შეფასების მიღება;
  • ფინალური, ინდივიდუალური პროექტის მომზადება და წარდგენა.
  • დასწრება და ჩართულობა აქტივობებში

ყველა მსმენელი სწავლების პროცესში დაესწრება გადაღების პროცესის სრულ ციკლს.  

ფროდაქშენ პროცესის მარსტერკლასები და გადაღების პროცესის თარიღები წინასწარ შეთანხმდება ჯგუფთან.

 

საუკეთესო სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას Metro Production-ში

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა,  სადაც ლინკით უნდა ჩასვათ თქვენი სამოტივაციო ვიდეო რგოლი.

 

ვიდეო რგოლის სახელმძღვანელო:

 

1 წუთიანი ვიდეო რგოლი,  ატვირთეთ რომელიმე ონლაინ პლატფორმაზე და სარეგისტრაციო ფორმაში, „დამატებითი კომენტარის“ ველში დაამატეთ ვიდეო რგოლის ლინკი. ვიდეო რგოლის თემატიკა შეარჩიეთ შემდეგი ორიდან:

 

  1. რატომ უნდა მოვხვდე გადასაღებ მოედანზე?
  2. რატომ უნდა ვიყო რჩეულ 20-ში?

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 28 ნოემბერი. 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები

*სასურველიაინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება.

თეონა სუხიაშვილი

კოორდინატორი


ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108

ელ-ფოსტა: t.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 598 119 212

დაგვიკავშირდით