რეკლამა და გრაფიკული დიზაინი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშოროსო სტანდარტებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო პროგრამაზე - რეკლამა და გრაფიკული დიზაინი.

გთავაზობთ უნიკალურ პროფესიონალურ გარემოს და ინტენსიურ პროგრამას პრაქტიკოსი ლექტორებისაგან.

დაგეხმარებით, გახდეთ გამორჩეულები თქვენს მიერ შერჩეულ პროფესიაში.

გაძლევთ შანსს:

  • მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა პრაქტიკოსი ლექტორებისაგან;
  • მოხვდეთ სტაჟირებაზე საკომუნიკაციო სააგენტოებში;
  • მიიღოთ მონაწილეობა GIPA-ს ყოველწლიურ პორტფოლიო რევიუში.

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც ჩამოყალიბებულია საკუთარ ინტერესებში.

1.ფოტოშოფი / 10 შეხვედრა - გრაფიკული დიზაინის საფუძვლების შესწავლა, Adobe Photoshop-ის გამოყენებით.

ლექტორი: მირიან ყენია, დიზაინერი

2.ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა / 6 შეხვედრა - ეფექტური კომუნიკაციის წარმართვისათვის საჭირო ძირითადი ტექნიკების გაცნობა. კარგი პრეზენტაციის დაგეგმვის, მომზადების და წარდგენის უნარ-ჩვევების გამომუშავება. 

3.ილუსტრატორი / 8 შეხვედრა - გრაფიკული დიზაინის საფუძვლების შესწავლა, Adobe Illustrator-ის გამოყენებით.

ლექტორი: მირიან ყენია, დიზაინერი

4.მარკეტინგი  / 10 შეხვედრა - მარკეტინგის რაობის, მისი ძირითადი პრინციპების და მოდელების, სტრატეგიული მარკეტინგის საფუძვლების, მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნის პრინციპების და სტრატეგიის იმპლიმენტაციისათვის აუცილებელი ელემენტების გაცნობა. 

ლექტორი: ნინო კვაჭანტირაძე - სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორი, საქართველოს ბანკი

5.ბრენდინგი / 8 შეხვედრა - სტრატეგიული ბრენდინგის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების და მისი მნიშვნელობის გაცნობა საკუთარი ბრენდების მართვის პროცესში.

ლექტორი: ალექსი ჩიქოვანი - სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტოს „LIVE“ - დამფუძნებელი, ბრენდ-კონსულტანტი

6.სარეკლამო კამპანია /12 შეხვედრა - სარეკლამო სტრატეგიის შემუშავება, ბრიფის შექმნა და მასზე მუშაობა. სარეკლამო კამპანიის დაგეგმვის საფუძვლების შესწავლა და ინტეგრირებული საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა. 

ლექტორი: ეკა ყიფიანი - კრეატივ დირექტორი, საკომუნიკაციო სააგენტო “JWT მეტრო“

7.ციფრული მარკეტინგი / 7 შეხვედრა - სოციალური მედია მარკეტინგის არსის გაცნობა. სოციალური მედია არხების მარკეტინგული მიზნებისათვის გამოყენება და სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა. 

ლექტორი: გიორგი კენჭუაშვილი - "4Media"-ს დამფუძნებელი და სტრატეგიული განვითარების მენეჯერი 

8.აზროვნება დიზაინში / 6 შეხვედრა - ხელოვნების მიმდინარეობების, სტილების და ტენდენციების შესწავლა. შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

ლექტორი: ნინო ლიპარტელიანი - ასოციაცია „4Art“ პრეზიდენტი, არქიტექტორი, დიზაინერი

9.ვიზუალური ბრენდინგი / 6 შეხვედრა - მსმენელები შეისწავლიან ბრენდთან მიმართებაში აიდენტიკას, პროდუქტის დიზაინს და შეფუთვას.

ლექტორი: ლევან რატიშვილი - არტ დირექტორი, სარეკლამო  კომპანია „MG“და ღვინის კომპანია „ბესინი“ 

10.არტ დირექტორი და კოპირაიტერი / 6 შეხვედრა - რეალური პროექტების განხორციელების პროცესში არტ დირექტორის და კოპირაიტერის ურთიერთთანამშრომლობა.  

ლექტორი: მერი გიორგობიანი - არტ დირექტორი, საკომუნიკაციო სააგენტო "Holmes&Watson" 

ლექტორი: დავით ბაბიაშვილი - კოპირაიტერი, საკომუნიკაციო სააგენტო "Holmes&Watson" 

11.შემოქმედებითი პროცესის მართვა / 7 შეხვედრა - თანამედროვე სარეკლამო, შემოქმედებითი პროცესის გაცნობა. იდეის შემუშავების ტექნიკების და მისი განხორციელების საშუალებების დაუფლება. შემოქმედებითი აზროვნების გამომუშავება.

ლექტორი: ნინო ნემსაძე, კრეატივ დირექტორი

12.ფინალური პროექტისასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნის საფუძველზე, მსმენელები მუშაობენ ფინალურ, ინდივიდუალურ პროექტზე.

სწავლის ხანგრძლივობა: 20 კვირა (სალექციო პროცესი). სწავლა დაიწყება 2018 წლის 1 ოქტომბერს.

ლექციები ჩატარდება კვირაში ხუთჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში.

კურსის მოცულობა: 260 საათი

სწავლების ენა: ქართული

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 24 სექტემბერი.

საბუთების მიღების შემდეგ, 25 სექტემბერს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი

სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

პროგრამის ღირებულება: 2400 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

I ეტაპი – 1800 ლარი – 2018 წლის 8 ოქტომბრამდე

II ეტაპი – 600 ლარი – 2018 წლის 12 ნოემბრამდე

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
  • ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

  • ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
  • ოთხი თანამშრომელი – 15%
  • ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გთხოვთ, გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ Junior Art Director-ის სერტიფიკატი (JAD). სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

  • თითოეულ საგანში მინიმალური, დადებითი შეფასების მიღება;
  • ფინალური, ინდივიდუალური პროექტის მომზადება და წარდგენა;

ნინო ქოჩიაშვილი

სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული. 0108, თბილისი
ელფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86

დაგვიკავშირდით

  • მარი ბროსეს 2, მესამე სართული. 0108, თბილისი
  • +995 599 77 86 86
  • n.kochiashvili@gipa.ge