ქართული ცეკვის კლუბი

GIPA-ს ქართული ცეკვის კლუბი/ანსამბლი, 2022 წლის შემოდგომაზე, უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით და GIPA-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. კლუბი აერთიანებს ქართული ცეკვის მოყვარულ სტუდენტებს. ანსამბლმა, 2023 წლის ზაფხულზე, იმოგზაურა და 30მდე კონცერტი ჩაატარა ესპანეთსა და პორტუგალიაში. კონცერტები გაიმართა ქალაქებში: მალაგა, ლისაბონი, ბრაგა და კოიმბრა. ცეკვის ანსამბლი დაჯილდოვდა მრავალი სხვადასხვა პრიზით და მათი წარმატებული გამოსვლები გადაიცა პორტუგალიის სახელმწიფო ტელევიზიით. GIPA-ს ქართული ცეკვის კლუბი, აქტიურად აგრძელებს ვარჯიშებს და აქვს უამრავი შემოთავაზება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.