პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა

პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სფეროს თანამედროვე ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი, პროგრამული ინჟინერები, რომლებიც შეძლებენ ინოვაციური მეთოდებითა და მიდგომებით უპასუხონ სფეროს დინამიურ მოთხოვნებს და საკუთარი წვლილი შეიტანენონ დარგის განვითარებაში, ხელი შეუწყონ საინფორმაციო ნაკადების ღია და გამჭირვალე გავრცელებას და პროფესიული ეთიკის დამკვიდრებას დასაქმების ბაზარზე. პროგრამა მოამზადებებს სისტემური და სიღრმისეული თეორიული ცოდნის და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარის მქონე პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ დააპროექტონ და შექმნან მაღალი წარმადობის, საიმედო და მაშსტაბირებადი პროგრამები.
 
მიზანისტუდენტს შესძინოს სიღრმისეული ცოდნა პროგრამული ინჟინერიის ძირითად კონცეფციების, თეორიების, მეთოდების, მიდგომებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ,  ტექნოლოგიების სფეროს თანამედროვე, დიდი წარმადობის, მაღალი სანდოობის, ხარისხიანი, მასშტაბური/სკალირებადი, ადვილად მოვლადი პროგრამული უზრუნველყოფის დაპროექტებისთვის საჭირო ღრმა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.  პროგრამაში ჩართული საერთაშორისო გამოცდილების პერსონალი სტუდენტებს გამოუმუშავებენ ინკლუზიურ, ომმხამრებლის საჭიროებაზე მორგებულ, მაღალი ხარისხის, დოკუმენტირებული, ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფისთვის საჭირო პრაქტიკული უნარებს. 

კურიკულუმი

პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები.
პროგრამული ინჟინერიის  (software engineering) სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში და სურთ გაიღრმავონ ცოდნა პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელ
წინაპირობას წარმოადგენს:

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად 7 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.
შიდა საუნივერსიტეტო პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
- გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაში (B2 დონე)*- გამოცდიდან განთავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი
კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს ( TOEFEL< IELTS) ან ბაკალავრის ან შემდგომი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა
დასრულებული აქვთ ინგლისურ ენაზე
- გამოცდა სპეციალობაში* - რომლის მიზანია შეფასდეს აპლიკანტის ცოდნა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სფეროში.
* საგამოცდო საკითხების ნიმუში (ინგლისურ ენასა და სპეციალობაში) განთავსდება უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე.
მისაღები გამოცდის საკითხები :

 

იხ. მისაღები გამოცდის საკითხები

 

სწავლა დაიწყება 7 ოქტომბერს.

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს  6700 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 4 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).  

სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების შემთხვევაში 6700-2250=4450

საბანკო რეკვიზიტები

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

პროგრამის კოორდინატორი 
 
თამთა თვალავაძე 
ელ-ფოსტა: tamta.tvalavadze@gipa.ge
მობ: 598 23 75 79.