მიღების წინაპირობები
პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში სამ სავალდებულო საგანთან ერთად სტუდენტს სავალდებულო მეოთხე საგნად შეუძლია აირჩიოს:
ჩასაბარებელი უცხო ენა - მხოლოდ ინგლისური
მობილობა
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
პირველკურსელთა რეგისტრაცია
პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსელთა საყურადღებოდ
მოგახსენებთ, რომ პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოება 3 სექტემბრიდან - 5 სექტემბრამდე 12.00-17.00. მისამართზე: გორგასლის #101 (ორთაჭალა)
საბუთების ჩამონათვალი:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი (დედანი, ასლი) იმ შემთხვევაში, თუ ატესტატი არ არის გაცემული საქართველოში, ატესტატს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ.
3. ფოტოსურათი (3x4) + ციფრული ფოტოსურათი
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის)
5. 900 ლარის ოდენობის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თანხის გადახდა შესაძლებელია TBC ბანკის ნებისმიერ ფილიალში (როგორც თბილისში, ისე ყველა ქალაქსა თუ რაიონში)
ანგარიშის ნომერია:
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
საკონტაქტო პირი
თედო სანიკიძე
ტელ: +995 598239540
ელ. ფოსტა: t.sanikidze@gipa.ge
საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: საბაკალავრო პროგრამა პოლიტიკურ მეცნიერებებში
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკური მეცნიერებების ბაკალავრი/BA in Political Sciences
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური
პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს:
პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:
დასაქმების სფერო:
პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ, როგორც სახელმწიფო ასევე საერთაშორისო სტრუქტურებში, სადაც მოითხოვება პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. პროგრამა იძლევა თეორიულ ცოდნას ისევე, როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ წარმატებული კარიერა პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით.
სწავლის ღირებულება
პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3600 ლარს. ყოველწლიური თანხის გადახდა ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით. პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალში
პროგრამაზე მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, კერძოდ:
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა თითოეული სასწავლო კურსის ფარგლებში ითვალისწინებს როგორც თეორიულ ცოდნის მიწოდებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას; ლექცია/სემინარებზე თეორიულ მასალასთან ერთად ხდება პრაქტიკული მაგალითებისა და “ქეისების” განხილვა, რომელთა უმეტესობა ლექტორების, დარგის წამყვანი სპეციალისტების, საკუთარ გამოცდილებას ემყარება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სტუდენტების აქტიურ ჩართულობას სწავლა/სწავლების პროცესში - პრეზენტაციების, დისკუსიის, დებატების, როლური თამაშების, რაც, ამავე დროს, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. საგნობრივი ცოდნისა და აკადემიური წერის უნარის განმტკიცებას ემსახურება წერითი დავალებები, რომელიც კურსის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მიეწოდება სტუდენტს: ქვიზი, ღია და დახურულ კითხვებზე პასუხი, მიკრო- და საბოლოო სასწავლო პროექტები. პროგრამის კურიკულუმი და მთლიანად აკადემიური პროცესი მომავალ სპეციალისტებს არჩეულ და/ან მომიჯნავე სფეროში ეფექტური მუშაობისთვის ამზადებს.