ოპერაციების მენეჯმენტი და ლოგისტიკა

GIPA-ს ოპერაციების მენეჯმენტის ინოვაციური პროგრამა შექმნილია მსხვილი და საშუალო ორგანიზაციების ოპერაციების და ლოგისტიკის მენეჯერებისა და ბიზნეს ანალიტიკოსებისათვის.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ოპერაციების მართვის როლს კომპანიის სტრატეგიული განვითარების კონტექსტში და ტაქტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, შეიძენენ ოპერაციების, აქტივების, მარაგების, მიწოდების ჯაჭვის, სიმძლავრეების, ხარისხის და რისკების მართვის ცოდნასა და უნარებს, ERP და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ მინი და ფინალურ შემაჯამებელ პროექტს ორგანიზაციის ოპერაციების გაუმჯობესებისათვის.

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ, ბიზნეს ოპერაციების გაანალიზებას, დაგეგმვას, ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის ამოცანებთან კავშირებით გაუმჯობესებას და ზედამხედველობას, ორგანიზაციის რესურსების ეფექტიან და ეფექტურ გამოყენებას, გაუმჯობესებული ბიზნეს შედეგების მისაღწევად.  

პროგრამის შინაარსი:

1. ოპერაციების მართვის როლი ორგანიზაციაში   

  • რა არის ოპერაციების მართვა
  • ოპერაციების როლი საწარმოო და სერვის ორგანიზაციებში
  • პროცესების იერარქია
  • რას მოიცავს ოპერაციების მენეჯერის საქმიანობა
  • მიმართულებები და დაქვემდებარებები

2. ოპერაციების სტრატეგია

  • სტრატეგიასა და ოპერაციებს შორის არსებული კავშირი
  • „ზემოდან ქვემოთ“ და „ქვემოდან ზემოთ“ სტრატეგიები
  • ოპერაციების სტრატეგიის მნიშვნელობა, როგორც საოპერაციო მოქმედებების დამაკავშირებელი სტრატეგიული რგოლი
  • ოპერაციების სტრატეგიის შეფასება რესურსებზე ორიენტირებული ოპერაციების სტრატეგიის გამოყენებით
  • ეფექტიანობისა და ეფექტურობის ინდიკატორები ოპერაციების სტრატეგიაში

3. ბიზნესის საფუძვლები

  • მენეჯმენტის ფართო ამოცანა
  • ბიზნესი და მისი შემადგენელი ელემენტები
  • ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვა
  • ეფექტიანობა და ეფექტურობა ბიზნესში
  • ხარჯთეფექტურობის შეფასება

4. საინფორმაციო სისტემები ბიზნესში

  • მმართველობითი და საოპერაციო საინფორმაციო სისტემები და მათი გამოყენების არეები
  • ბიზნეს მოთხოვნების ჩამოყალიბება საინფორმაციო სისტემებისათვის
  • საინფორმაციო სისტემების გამოყენების გამოცდილება საქართველოში

5. პროცესების დიზაინი

  • პროცესების ანალიზი ორგანიზაციაში
  • რა არის პროცესების დიზაინი
  • რა მიზანს უნდა აღწევდეს პროცესის დიზაინი
  • პროცესების ტიპები
  • პროცესების გამარტივების გზების მოძიება
  • პროცესების ცვლილებისას შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინება

6. პროდუქტის შექმნა

  • ახალი პროდუქტის იდეა
  • პროდუქტის შექმნა
  • პროდუქტის გაშვება
  • პროდუქტის ცვლილება

7. მარაგების მართვა

  • ეფექტიანობა და ეფექტურობა მარაგების მართვაში
  • მარაგების მართვის პროცესის გამართვა
  • მარაგების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა
  • მარაგების კონტროლი
  • მარაგების მართვის პროცესის კავშირი სხვა ბიზნეს პროცესებთან
  • საინფორმაციო სისტემები მარაგების მართვისთვის

8. შესყიდვების პროცესის მართვა

  • ეფექტიანობა და ეფექტურობა შესყიდვების მართვაში
  • შესყიდვების დაგეგმვა
  • შესყიდვის პროცესი
  • ხელშეკრულების მართვა
  • პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა (PRM)
  • საერთაშორისო შესყიდვები
  • შესყიდვების პროცესის კავშირი სხვა ბიზნეს პროცესებთან
  • საინფორმაციო სისტემები შესყიდვებისთვის

9. მიწოდების ჯაჭვი

  • მიწოდების ჯაჭვის სახეობების გაცნობა - დიზაინი, სტრუქტურა
  • მიწოდებათა ჯაჭვის კოორდინაცია სხვა ბიზნეს ერთეულებთან
  • მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული რისკების მართვა
  • საინფორმაციო სისტემები მიწოდების ჯაჭვის მართვისთვის

10. აქტივების მართვა

  • ეფექტიანობა და ეფექტურობა აქტივების მართვაში
  • აქტივების სასიცოცხლო ციკლის მართვა
  • აქტივების აღრიცხვა-ანგარიშგება
  • აქტივების მართვის პროცესის კავშირი სხვა ბიზნეს პროცესებთან
  • საინფორმაციო სისტემები აქტივების მართვაში

11. წარმოების დაგეგმვა

  • ეფექტიანობა და ეფექტურობა წარმოების დაგეგმვაში
  • სიმძლავრის და რესურსების დაგეგმვა და მართვა
  • საინფორმაციო სისტემები წარმოების დაგეგმვაში

12. ხარისხის მართვა

  • ეფექტიანობა და ეფექტურობა ხარისხის მართვაში
  • ხარისხის არსი ოპერაციების მართვაში
  • ხარისხის მართვის სისტემები
  • საინფორმაციო სისტემები ხარისხის მართვისთვის

13. რისკების მართვა

  • ეფექტიანობა და ეფექტურობა რისკების მართვაში
  • პროდუქტის წარმოებისა და მომსახურების ოპერაციების რისკის მართვის მეთოდოლოგიები
  • რისკის მართვის პროცესი
  • საინფორმაციო სისტემები რისკების მართვისთვის

14. ოპერაციების მართვა მოქმედებაში

  • სტანდარტული საოფისე პროგრამების გამოყენება ოპერაციების მართვაში
  • მონაცემთა ანალიზის და ვიზუალიზაციის საკითხები
  • ოპტიმიზაციის ამოცანების გადაწყვეტა EXCEL-ის გამოყენებით
  • სიმულაციები

სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე, შაბათობით დღის განმავლობაში.

სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს.

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ოპერაციული მენეჯერის სერტიფიკატი.

სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.

სერტიფიკატის აღების წინაპირობათითოეულ საგანში მინიმალური, დადებითი შეფასების მიღება;ფინალური, ინდივიდუალური პროექტის მომზადება და წარდგენა.

ნიკოლოზ აბუაშვილისაქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება.

ლიკა გვილავა - ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. აქვს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში, ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, Flat Rock Technology-ის ოპერაციების (COO) ხელმძღვანელია. მისი კომპეტენციაა ოპერაციების მენეჯმენტი, სტრატეგიული აზრროვნება, ორგანიზაციული ლიდერობა და საოპერაციო ეფექტურობა. 

ნინო ჩუბინიძე -  +18 წლიანი გამოცდილება პროდუქტის შემუშავებასა და ოპერაციების მენეჯმენტში საბანკო, ჯანდაცვისა და ფინანსური მომსახურების მიმართულებით. არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. ამჟამად, TBC Pay-ის ოპერაციების (COO) ხელმძღვანელია. პროდუქტის შემუშავების, ოპერაციების მენეჯმენტის, საბანკო და გუნდის ლიდერობის უნარი. მისი კომპეტენციაა პროდუქტის შემუშავება, ოპერაციების მენეჯმენტი, საბანკო საქმე და გუნდურობა. 

გიორგი თურქიასრული პროფესორი ეკონომიკის დარგში. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20+ წლიანი გამოცდილება. არის ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების ექსპერტი და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნების -  „ბიზნესის საფუძვლებისა“ და „ბიზნესის“ თანაავტორი.

ჯულიეტა გაგლოშვილი ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებისა და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების სასწავლო - სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. არის მრავალი პუბლიკაციის თანაავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აქვს პროექტებზე მუშაობისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. 

პროგრამის ღირებულება: 2500 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

I ეტაპი – 1800 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)

II ეტაპი – 700 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)

ფასდაკლების სისტემა:

პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორატიულ ფასდაკლებებს. 

ინდივიდუალური ფასდაკლება:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

გადახდა:

გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2024 წლის 24 სექტემბერი.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

სწავლა დაიწყება 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისში.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • სამუშაო გამოცდილება
  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი

*სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)

თეონა სუხიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108

ელ-ფოსტა: t.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 598 119 212